Digest Logo

🎥 საყვარელი როლი, მამის გარდაცვალება, ოცნება და გზა მსახიობობამდე - ქეთევან კიკნაძის ამბავი

1706258129
ქეთევან კიკნაძე

„საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს“ მხარდაჭერით ახალი პროექტი დაიწყო „ერთი მსახიობის ამბავი“, რომლის სტუმარი მსახიობი ქეთევან კიკნაძე იყო.

„წლებს ბევრი რამე მიაქვს, უთქვამთ ხოლმე ადამიანებს გული არ ბერდებაო, და მიკვირდა ხოლმე როგორ არ ბერდება, მაგრამ მართლაც ასეა“, - ამბობს მსახიობი. 

როგორც მსახიობის იხსენებს, ოჯახის წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც შეძლო წარმატებული მსახიობი გამხდარიყო.

„მე მამა არ მყავდა, მამა დახვრიტეს, დედას როცა ვუთხარი მსახიობი მინდა გამოვიდე-მეთქი, საშინლად წინააღმდეგი იყო... თუ კი რამე ჩემ ცხოვრებაში გამიკეთებია ყველაფერს მიშა თუმანიშვილს ვუმადლი, მისი წყალობით გავხდი მსახიობი და მისი წყალობით შევქმენი ოჯახი.საქართველოში ყველა რეჟისორთან მითამაშია, გარდა რობერტ სტურუასა“, - ამბობს მსახიობი.

ქეთევან კიკნაძე თვლის, რომ მსახიობმა სცენა უნდა დატოვოს იქამდე, სანამ მაყურებელს ჯერ კიდევ სურს მისი ხილვა სცენაზე.

„მსახიობმა სცენა უნდა დატოვოს მაშინ, როდესაც შენ კიდევ უნდიხარ მაყურებელს!“ - ამბობს ქეთევან კიკნაძე.

რაზე ოცნებობს მსახიობი?

„ვიყო ჯანმრთელად და ჩემ შვილებს ვუყურო, დიდხანს. ასევე არ ჩაქრეს სურვილი იმისა, რომ რაღაც კიდე ვითამაშო“.  

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„ევროპაში ადამიანს შუქსაც კი არ უთიშავენ გადაუხდელობის გამო, რა გამოსახლება, რის გამოსახლება!“ - რას წერს ნატო დუმბაძე?

⭕„მეამაყება, რომ თავის დროზე უარი ვთქვი, მაგ ბიზნესში ცხვირის შეყოფაზე… სხვისი გაჭირვებით ფულის შოვნა არის წყევლა საშვილიშვილო!“ - ლაშა ბასლანძე

⭕„2025 წლისათვის თბილისში 1 კვ მეტრი საცხოვრებელი ფართის ფასი 1100-1400 დოლარის ფარგლებში იქნება“ - ოთო აბესაძე