მოდელი ლიკა კვარაცხელია „ინსტაგრამზე“ საკმაოდ აქტიურია. იგი პერიოდულად საკუთარ გამომწერებს რჩევებსა და მოგზაურობის ფოტოებს უზიარებს. მოგეხსენებათ მოდელმა ამჯერად გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ტელეწამყვანის როლი მოირგო და ყოველ პარასკევს კულინარიულ რუბრიკას უძღვება.
ამჯერად ლიკა კვარაცხელია სოციალურ ქსელში აქვეყნებს ოჯახურ კადრებს, რომლითაც მეუღლეს იუბილეს ულოცავს:
„იმდენი წელია ერთად ვართ, უკვე აღარ ვიცი, ჩემი ნაწილი ხარ, ჩემი საუკეთესო მეგობარი, ჩემი მესაიდუმლე თუ უბრალოდ ყველაფერი ერთად.
მაგრამ ერთი კი ზუსტად ვიცი, შენ ხარ ჩემი ყოველდღიური სიმშვიდე, სითბო და ის ადამიანი, ვისთან ერთადაც ყველაფერი უფრო მარტივი და მხიარულია.
გილოცავ დაბადების დღეს, უბრალოდ ჯანმრთელი იყავი“, - წერს ლიკა კვარაცხელია.

View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ერთ მშვენიერ დღესაც შენზე უბრალოდ უარს იტყვიან...“ - ლევან კობიაშვილი