გასულ წელს გადაცემაში „ფარული კონვერტი“ მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა 11 წლის წინანდელ ძალადობაზე საჯაროდ პირველად ისაუბრა. ნინუცამ განაცხადა, რომ მეუღლე, მსახიობი ბესო ზანგური მასზე სისტემატურად ძალადობდა. სოციალურ ქსელში ნინუცას უამრავმა ადამიანმა დაუჭირა მხარი.
ამის შესახებ განცხადება ბესო ზანგურმა გააკეთა და ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრისას თქვა, რომ არ იცის, რატომ ისაუბრა ნინუცამ ძალადობის შესახებ.
„არ ვიცი, ათასი ვარიანტია. შესაძლოა, ამ ოჯახში რომ ძალიან ბედნიერს მხედავს, მე და ჩემი მეუღლე რომ ძალიან მაგრად ვართ ერთმანეთთან, ქალია და ასეთი რამ ბოღმისგან გააკეთა. მართლა არ ვიცი.
მე და ჩემი ცოლი გაოცებულები ვუყურებდით, მართლა ნინუცა ლაპარაკობს ამას-მეთქი?! ეს ადამიანი ასეთი არ არის და მართლა არ ვიცი, რა იყო ამის მიზეზი… მე შვილი მყავს, რომელიც აფანატებს დედამისზე და ჩემი შვილის გულისტკივილი არაფრად მიღირს. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ნინუცას გალანძღვით მე მასიამოვნებს, ძალიან ცდება. მირჩევნია, მე გამლანძღონ, ვიდრე ჩემს შვილს დედა გაულანძღონ…“,- აღნიშნა ზანგურმა.
🔘აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵ვინ არის სოფო ნიჟარაძის დედა და რატომ ჰგონიათ მომღერლის შვილის მამა მიხეილ სააკაშვილი?
🔵ტრაგედია ნიჟარაძეების ოჯახში და სკანდალებით მოცული სოფო ნიჟარაძის პირადი
🔵ღალატის გამო დანგრეული ოჯახები
🔵„ჯვარზე გაკრული“ ხატია ბუნიათიშვილი, დაწუნებული სიმღერები და სხვა სკანდალური ამბები პიანისტზე