აშშ-ში მცხოვრები ქართველი მომღერალი ლიზა ყენია სოციალურ ქსელში აქტიურობითა და გულშემატკივრებთან გულახდილი დიალოგით ყოველთვის გამოირჩევა. ამჯერად მან გამომწერებს საკუთარი ცხოვრებისეული ფილოსოფია და ის მთავარი პრინციპები გაუზიარა, რომლებიც ადამიანს სულიერი და ფიზიკური ჰარმონიის მიღწევაში ეხმარება.
მომღერალმა „ფეისბუკზე“ გამოაქვეყნა ვიდეო და დაურთო ტექსტი, რომელიც ერთგვარ მოწოდებასა და მენტალურ გზამკვლევს ჰგავს მათთვის, ვისაც ცხოვრების ხარისხის შეცვლა და შინაგანი ტრანსფორმაცია სურს:
„ამოძრავე შენი სხეული.
შეწყვიტეთ მკვდარი საჭმლის ჭამა.
ესაუბრე შენს სხეულს.
განკურნე შენი სული.
მიუახლოვდით ღმერთს“, - წერს ლიზა ყენია.
