მოდელი, ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია ხშირად მოგზაურობს და საქართველოში ძალიან ცოტა დროს ატარებს, ამჯერად ვენაში მოგზაურობს საიდანაც ახალ კადრებს გვიზიარებს.
კადრებმა გამომწერების კომპლიმენტებიც დაიმსახურა:
„საოცარი ადამიანი,“
„ანათებ“,
„ქართული ეშხი“,
„შეუდარებელი ხარ“,
„ყველაზე ლამაზი და მშვენიერი“, - წერენ კომენტარებში.
ცნობისთვის, შორენა ბეგაშვილის ცხოვრებაში დიდი სიახლეა. მოდელს 4-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, რჩეულმა 14 თებერვალს ხელი სთხოვა.
იგი ბიზნესმენ მამუკა ურუშაძეზეა შეყვარებული, რომელიც 67 წლის არის. გავრცელებული ინფორმაციით, ურუშაძე რამდენიმე ბიზნესშია ჩართული, მათ შორისაა ბინების მშენებლობა და ის ასევე ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ონლაინ ტოტალიზატორის წილის მფლობელია. შეგახსენებთ, რომ შორენა ბეგაშვილი 44 წლისაა. წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა 23 წელია.
View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „ხშირად არ ამჟღავნებს, მაგრამ...“ - ზოდიაქოს ნიშნები და შური
⭕ „მშვენიერი დედა-შვილი“ - რა კადრებს გვიზიარებს ნინო ჩხეიძე