
მომღერალი თამარ ალადაშვილი მეორე შვილს ელოდება. მას 15 წლით დიდი მეუღლე ჰყავს და 10 წლიანი ურთიერთობის შემდეგ იქორწინეს.
ამჯერად მუსიკოსი ახალ ფოტოებს აქვეყნებს, რომელსაც დადებითი გამოხმაურება მოჰყვა:
„ძალიან დიდი ფიქრის, ურთიერთობის შემდეგ მოხდა ეს ყველაფერი. იმდენად ამოუცნობია ჩემი მეუღლე, რომ არასდროს ელეოდა სიურპრიზების იდეები. სიყვარულის, შეყვარებულების ეტაპი სწორედ ამ დაუსრულებელმა აღმოჩენებმა გაახანგრძლივა. ის უფრო საინტერესო იყო ჩემი აზრით.
დავრწმუნდით, რომ ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი. რომ დავინახე, ვიცოდი ასაკით ჩემზე დიდი იყო, დავიწყეთ მეგობრობით, საინტერესო საუბრებით, მაშინ 22 წლის ვიყავი. არ ვიყავი პატარა გოგო, სულ ვფიქრობდი მომავალზე, ვშრომობდი ჩემი მიზნებისთვის...“, - ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში თამარ ალადაშვილი.
როგორც ცნობილია, მან პირველ ქალიშვილს დედამთილის სახელი დაარქვა.
„დედობა ძალიან დიდი პასუხისმგებლობით დაიწყო. მოულოდნელიც კი იყო ამხელა პასუხისმგებლობა. რატომღაც უფრო მარტივად ვუყურებდი. უფრო სწორად, განწყობა იმდენად დადებითი მქონდა, რომ ძალიან დამეხმარა. დაკისრებულ პასუხისმგებლობებს პირველ პერიოდში თუ პოზიტიურად არ შეხვდი, ძალიან გაგიჭირდება. როცა დამხმარეები გყავს, ალბათ, მაშინ უფრო მარტივია, მაგრამ როდესაც ერთი და ორი ადამიანი ახერხებთ ერთმანეთს შეეხიდოთ, მაშინ ცოტა რთულია. ეს პროცესი მე ბავშვმა გამიმარტივა, იმით, რომ უზომოდ პოზიტიური პატარაა. ძალიან თბილი, მოსიყვარულე და მოღიმარია. როგორც არ უნდა გრძნობდე თავს და რამდენად დაღლილიც არ უნდა იყო, რომ გაიღიმებს, მომენტალურად მოჰყავხარ ხასიათზე.
– სახელი როგორ შეურჩიეთ?
– დედამთილის სახელი ჰქვია. ჩემს დედამთილს, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ და ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, ნუნუკა ჰქვია და შვილს ნუკა დავარქვით, თუმცა ნათლობის სახელი სხვა აქვს. მე ცოტა სიზმარა ვარ და ნათლობის სახელი ჩემს სიზმარს უკავშირდება, ნატალია. ასე, რომ ორი სახელი აქვს“.