მსახიობი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი იტალიური ქორწილიდან ახალ კადრებს გვიზიარებს.
კადრებში ჩანს თუ როგორ აღნიშნეს ქორწილი შორენა ბეგაშვილმა და მამუკა ურუშაძემ. კადრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა.
„შეუდარებელი ხარ“,
„იბედნიერეთ“,
„ აი მამაკაცი ყველა ოცნება აუსრულა ულამაზესი ცხოვრება აჩუქა“,
„ბედნიერებას გისურვებთ❤️“,
რა ლამაზია ყველაფერი“, - წერენ კომენტარებში.
ცნობისთვის, შორენა ბეგაშვილმა რჩეულზე, ბიზნესმენ მამუკა ურუშაძეზე 8 ივლისს იტალიაში იქორწინა. კომოს ტბის ნაპირზე გამართულ ულამაზეს წვეულებას ცოცხალი მუსიკა, საქორწინო დეკორაციები და გრანდიოზული ტორტი კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდიდა.
შეგახსენებთ, რომ შორენა ბეგაშვილს 4-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, რჩეულმა 14 თებერვალს ხელი სთხოვა. მისი რჩეული, მამუკა ურუშაძე 67 წლის არის. გავრცელებული ინფორმაციით, ურუშაძე რამდენიმე ბიზნესშია ჩართული, მათ შორისაა ბინების მშენებლობა და იგი ასევე, ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ონლაინ ტოტალიზატორის წილის მფლობელია. შეგახსენებთ, რომ შორენა ბეგაშვილი 44 წლისაა. წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა 23 წელია.

View this post on Instagram
View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „მამის დილის რუტინა“ - ჯანეტ ქერდიყოშვილი ოჯახურ კადრებს გვიზიარებს
⭕„შეუდარებელ ფორმაში ხარ“ - ნინი ბადურაშვილი შავ ელეგანტურ კაბაში პოზირებს
⭕„ბალი, სეიშელები თუ მეგობრებთან ერთად მთაში“ - ზოდიაქოს რომელ ნიშანს, როგორი დასვენება შეეფერება?