ქართველი ტელეწამყვანი და მსახიობი შორენა ბეგაშვილი რამდენიმე დღის წინ დაქორწინდა. მან და მისმა რჩეულმა, ბიზნესმენმა მამუკა ურუშაძემ ქორწილი იტალიაში, კერძოდ კომოს ტბაზე გადაიხადეს.
ქორწილის კადრები შორენა ბეგაშვილს საკუთარ გვერდზე არ გაუზიარებია, თუმცა პარიზიდან გადაღებული კადრები გაგვიზიარა, სადაც თაფლობის თვე გაატარა.
ამჯერად კი მან მონ-სენ-მიშელზე გადაღებულ კადრები გამოაქვეყნა, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.
„საოცრად ლამაზი!“
„სილამაზე 🥰❤️ სიყვარული“,
„ქალი, რომელიც ასხივებს ბედნიერებას“,
„რა ლამაზი კაბაა“,
„ულამაზესი ხარ“,
„გამორჩეული და დახვეწილი“, - წერენ კომენტარებში.
ნახეთ ფოტოები 👇
შეგახსენებთ, რომ შორენა ბეგაშვილს 4-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, რჩეულმა 14 თებერვალს ხელი სთხოვა.
იგი ბიზნესმენ მამუკა ურუშაძეზეა დანიშნული, რომელიც 67 წლის არის. გავრცელებული ინფორმაციით, ურუშაძე რამდენიმე ბიზნესშია ჩართული, მათ შორისაა ბინების მშენებლობა და იგი ასევე ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ონლაინ ტოტალიზატორის წილის მფლობელია. შეგახსენებთ, რომ შორენა ბეგაშვილი 44 წლისაა. წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა 23 წელია.
ცნობისთვის, მონ-სენ-მიშელი (ფრანგ. Mont Saint-Michel - წმინდა მიქაელის მთა) — საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე წმინდა მიქაელის მთა, ციხე-სიმაგრედ გადაქცეული პატარა კლდოვანი კუნძულია.





⭕ ასევე დაგაინტერესებთ: