სიძულვილის ენის წინააღმდეგ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ორი პროცესი გაიმართა. აქედან 1500 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა ნ. ჯ-ს, რომელმაც სიძულვილის ენა შორენა ბეგაშვილის წინააღმდეგ გამოიყენა, ამის შესახებ „პრაიმ ტაიმის წერს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების მიხედვით, 1500 ლარით დაჯარიმდა მოქალაქე, რომელმაც, საჯარო სივრცეში, სოციალურ ქსელში მიაყენა შეურაცხყოფა შორენა ბეგაშვილს.
შეგახსენებთ, რომ შორენა ბეგაშვილის ქორწილს კომოს ტბის ნაპირზე, ცოცხალი მუსიკა, საქორწინო დეკორაციები და გრანდიოზული ტორტი კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდიდა.
ცნობისთვის, შორენა ბეგაშვილს 4-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, რჩეულმა 14 თებერვალს ხელი სთხოვა. მისი რჩეული, მამუკა ურუშაძე 67 წლის არის. გავრცელებული ინფორმაციით, ურუშაძე რამდენიმე ბიზნესშია ჩართული, მათ შორისაა ბინების მშენებლობა და იგი ასევე, ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ონლაინ ტოტალიზატორის წილის მფლობელია.
ცნობისთვის, შორენა ბეგაშვილი 44 წლისაა. წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა 23 წელია.
