14 იანვარს, მეგაშოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მე-12 სეზონის ფინალი გაიმართა. გამარჯვებული, მაყურებლის გადაწყვეტილებით, მსახიობი თედო ბექაური გახდა. მას მთავარი პრიზი – ბინა ბაკურიანში ერგო.
გადაცემის ფინალი სავსე იყო სანახაობრივი ნომრებით, მომღერალმა ბაბი კირკიტაძემ, რომელიც წინა სეზონის გამარჯვებულია, გასული სეზონის მონაწილესთან, ნიკო ნანიტაშვილთან ერთად ცეკვა „ტანგო“ შეასრულა და გულშემატკივრები კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა.
„ბაბი საოცარი გოგო ხარ“
„მაგარი შესრულება ბრავო“
„სასწაული ნომერი“
„ბრავო, ორი უნიჭიერესი“
„სიტყვები ზედმეტია, ეს იყო საოცარი ნომერი“ - წერენ კომენტარებში.
🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵 „თუკი აღგვენიშნება მსგავსი სიმპტომები, უნდა ვიყოთ იზოლაციაში“ – მედიკოსების რეკომენდაციები