Digest Logo

„სინაზე და დახვეწილობა“ - თაკო ჩხეიძე შავ ელეგანტურ კაბაში პოზირებს

1791737303
 თაკო ჩხეიძე

მოდელი თაკო ჩხეიძე ქართულ საზოგადოებაში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და ელეგანტურ ქალად ითვლება. იგი სოციალურ ქსელებში აქტიურობით გამოირჩევა და ხშირად აქვეყნებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან.

ამჯერად, მოდელი სოციალურ ქსელში ახალ კადრებს აქვეყნებს, სადაც შავ ელეგანტურ კაბაში პოზირებს.

კადრებმა უამრავი მოწონება დაიმსახურა, როგორც კომენტარებში აღნიშნავენ თაკო შესანიშნავ ფორმაშია.

„ულამაზესი ხარ“,

„ანათებ“,

„სინაზე და დახვეწილობა“, 

„რა სილამაზეა“, - წერენ კომენტარებში.

თაკო ჩხეიძე ქართული მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და გამორჩეული ფიგურაა. წარმატებული სამოდელო კარიერის შემდეგ, მან მოღვაწეობა მოდის ბიზნესის სფეროში განაგრძო და სამოდელო სააგენტო „Geo Model Agency“ დააფუძნა, რომელიც წლებია ახალგაზრდა ქართველ მოდელებს საერთაშორისო ასპარეზზე გასვლაში ეხმარება.

გარდა ამისა, თაკო ჩხეიძე არის „თბილისის მოდის კვირეულის“ (Tbilisi Fashion Week) დამფუძნებელი და ორგანიზატორი. სწორედ მის სახელს უკავშირდება პროექტი, რომელმაც ქართველ დიზაინერებს გლობალურ მედიასა და საერთაშორისო ბაზარზე თავის დამკვიდრების შესაძლებლობა მისცა.

რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, თაკოს მეუღლე ბიზნესმენი რუსლან აბაშიძეა. წყვილს სამი ვაჟი ჰყავს. თაკო სოციალურ ქსელებშიც აქტიურობით გამოირჩევა, სადაც გამომწერებს საკუთარ მოგზაურობებს, დახვეწილ სტილსა და ყოველდღიურ სიახლეებს ხშირად უზიარებს.

ნახეთ ფოტოები 👇

⭕ ასევე დაგაინტერესებთ

⭕თათია შარანგია შეყვარებულია - ვინ არის პიანისტის რჩეული, რომელიც ცნობილი ბიზნესმენია

⭕„ჩემი სიყვარული“ – თათია შარანგია რჩეულთან ერთად გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს

⭕11 ოქტომბრის მთავარი გზავნილი - ნუ დახარჯავთ ენერგიას იმაზე, რისი შეცვლაც თქვენს ძალებს აღემატება

✕