მსახიობისა და მომღერლის, ნანკა გვარიშვილის ცხოვრებაში სიახლეა - მას რჩეულმა ხელი სთხოვა. მსახიობმა გამომწერებს სასიხარულო ამბავი „ინსტაგრამის“ საშუალებით ამცნო.
წყვილის მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესი არ წყდება.
ნანკა ამჯერად სოციალურ ქსელში ახალ კადრებს გვიზიარებს და წერს:
„ჩემი ჯადოსნური დაბადების დღე❤️ და როგორც ამბობენ ხოლმე „She said Yes” კი არა, „აბა რაა, ცხოვრების ბოლომდე, ჩემო სამუდამო, ყველაჯერ კივ”❤️🌟 და ხო, სიყვარულის გამო რას არ გააკეთებ და კაბაც ჩავიცვი + ქუსლებიი.“
ვინ არის ნანკას რჩეული?
როგორც ცნობილი გახდა, ნანკა გვარიშვილის რჩეული ოფროუდერი ირაკლი კიღურაძეა. წყვილი ბოლო პერიოდში ხშირად ჩნდებოდა ერთად, თუმცა ნიშნობის შესახებ ინფორმაცია მათმა გულშემატკივრებმა მხოლოდ ახლა შეიტყვეს.
შეგახსენებთ, რომ ნანკა გვარიშვილი მანამდე მსახიობ ბუბა ჭოღოშვილთან იმყოფებოდა ქორწინებაში. მათი დაშორება საზოგადოებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რის შემდეგაც ორივემ ახალი ცხოვრების დაწყება გადაწყვიტა. ბუბა ჭოღოშვილი ამჟამად მსახიობ თინათინ წულაძესთან იმყოფება რომანტიკულ ურთიერთობაში.
ნახეთ ფოტოები








⭕ ასევე დაგაინტერესებთ: