Digest Logo

„სხვა ჩემს ადგილას მტკვარში გადახტებოდა“ - რის გამო თქვა უცხოეთში კარიერის აწყობაზე უარი კახა კუხიანიძემ

1689321000
კახა კუხიანიძეკახა კუხიანიძე

მომღერალ კახა კუხიანიძის ცხოვრებაში იყო ურთულესი პერიოდები, რომლებიც ძლიერი ხასიათის წყალობით გადალახა და მიაჩნია, რომ მისთვის გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს. 

მომღერალს, საკმაოდ დატვირთული დღის რეჟიმი აქვს, თუმცა, მეგობრებისთვის ყოველთვის სცალია და მათ დასახმარებლად უკან არასოდეს იხევს.

საინტერესო ინტერვიუ მომღერალთან „თბილისელებმა“ ჩაწერეს.

რთული საქმე მაქვს, საპასუხისმგებლო, რომელიც ძალიან დამღლელია. ამიტომ, ზაფხულში კარგად უნდა დავისვენო, რომ სექტემბრიდან ახალი ენერგიითა და ძალებით განვაგრძო მუშაობა. მთელი წელი რთული, სტრესული რეჟიმი მაქვს, გადარბენები, ამიტომ დასვენება აუცილებლად მჭირდება.

– კახა, ვიცი რამდენიმე კარგი შანსი გქონდა, რომ კარიერა უცხოეთში გაგეგრძელებინა, თუმცა უარი თქვი. რატომ?

გეთანხმებით, რამდენიმე კარგი შანსი მქონდა, კარიერა უცხოეთში გამეგრძელებინა და მეცხოვრა, მაგრამ არ შემიძლია. მოგზაურობიდან უკან რომ ვბრუნდები და თვითმფრინავი ჩემი ქვეყნის მიწაზე ჯდება, უკვე ბედნიერი ვარ. საქართველო არ გიყვარდეს, წარმოუდგენელია. ამ ქვეყანას აქვს ისეთი მაგნიტი, ვერ შორდები და მე, პირადად, მიჭირს. უცხოეთში დროებით ვიცხოვრებდი, ორი თვე, მაქსიმუმ, სამი, მაგრამ იქ ვერ გადავცხოვრდები. ბინა რომ მქონდეს ევროპის რომელიმე ქვეყანაში, სიამოვნებით ვივლიდი, მაგრამ სამუდამოდ საცხოვრებლად ვერსად წავალ. ზოგადად, ძალიან მიყვარს მოგზაურობა და როცა დრო მაქვს, ვცდილობ, ეს დრო გამოვიყენო და უცხოეთში წავიდე დასასვენებლად და სამოგზაუროდ. თითქმის ყოველთვის დაუგეგმავად ვმოგზაურობ, რადგან ჩემი საქმის გადამკიდე, წინასწარ ვერაფერს ვგეგმავ.

– საკმაოდ პოზიტიური ადამიანი ხარ. თუმცა, ალბათ, იყო შენს ცხოვრებაში რთული პერიოდებიც.

არასოდეს ვიმახსოვრებ, ვის რა სიკეთე გავუკეთე, ალალად ვაკეთებ და თავად მსიამოვნებს. მაგრამ დაუნახაობა, ცუდი ქმედებები და ღალატი, შენ რომ გაზარალებს, რათა თავად კარგად იყოს, მანგრევს. იმდენად ვიცი ადამიანის მიღება, მერე იმის გულიდან ამოგლეჯაზე დიდი დრო მჭირდება. ჩემი საუკეთესო მეგობარი ამოვიგლიჯე გულიდან, რადგან მეგობრობაში შეეშალა, თან, არაერთხელ. არ მიჩხუბია, რამდენიმეჯერ გავაფრთხილე და საბოლოოდ, მაინც გააგრძელა და დავამთავრე მასთან ურთიერთობა. თქვენ წარმოიდგინეთ, ნერვიულობისგან შვიდი კილო დავიკელი.

– ბევრი გყავს გულიდან ამოგლეჯილი?

საბედნიეროდ, ბევრი არა. ყველაზე მეტად იმაში გამიმართლა, რომ ღმერთს ვუყვარვარ. ურთულესი პერიოდები მქონია ცხოვრებაში, გამოუვალი მდგომარეობა რომ ჰქვია, მაგრამ გამოჩენილა გზა, საითკენაც უნდა წავსულიყავი. ვგრძნობ, რომ იღბლიანი ვარ. ყველაზე დიდი გამართლება ჩემთვის ის არის, რომ არ მეშინია, ზუსტად ვიცი, ურთულეს სიტუაციაშიც ვიპოვი გამოსავალს. ზოგადად, ძლიერი ადამიანი ვარ. თუმცა, 27 წლამდე არ მეგონა, რომ ძლიერი ვიყავი, მაგრამ ისეთი რამ მოხდა, როცა საკუთარი თავი გავზარდე, გავაძლიერე, გარდატეხა მოხდა და მას მერე, არაფრის მეშინია.

– თუ საიდუმლო არ არის, რა იყო ის ფაქტი, რამაც შენში ასეთი გარდატეხა და გაძლერება გამოიწვია?

ძალიან ბევრი ღალატი იყო. ურთულესი პერიოდი გავიარე. კადრებად მახსოვს ის დრო. მოკლედ, ცუდი პერიოდი იყო, სხვა ჩემს ადგილას მტკვარში გადახტებოდა. თუმცა, მივხვდი, მეტი გამოსავალი არ მქონდა, ჩემს თავზე უნდა მემუშავა და უნდა გავძლიერებულიყავი. მაქვს თვისება, ჭაობში რომ ჩამაგდო, იქიდან აუცილებლად ამოვალ. ზოგადად, ბუნებით ერთგული ვარ და მეგობართან სიტყვის აწონვა არ უნდა მჭირდებოდეს. „თამაში“ არ მიყვარს ადამიანებთან, მოთამაშე ადამიანებსაც ეგრევე „ვშიფრავ“.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 „ოთხი წლისამ, ბებიაჩემის მოსწავლე, მერვეკლასელ თეონას ავუხსენი სიყვარული. იმან კიდევ დამცინა: „მე, შავი ბიჭები მომწონს“. კრიმინალური მისწრაფებებისო ანუ. მე ნაღდი შავი მეგონა და ნახშირი წავისვი“ - გიორგი კეკელიძე მის უჩვეულო ბავშვობაზე წერს

🔵 „ტიროდნენ ბერები, მონაზვნები... ეს არცერთი ადამიანის გასვენებაში არ უნახავს არავის, ყველა ერთხმად დასტიროდა ცხარე ცრემლებით ამ ორ ულამაზეს და უკარგეს სვან ვაჟკაცებს“ - კადრები სამებიდან

წყარო: tbiliselebi.ge