ფეისბუქი არა მხოლოდ კომუნიკაციისა და ინფორმაციის გაცვლის წყაროა, არამედ ისტორიასაც ინახავს. თანაც ისე, რომ არც ფურცლებს ედება მტვერი და რაც უნდა მოვინდომოთ, ვერც ფაქტების შეცვლას შევძლებთ.
ფაქტი კი ასეთია - ჯერ კიდევ 10 წლის წინ, სანამ ფეისბუქი ქართულად „ამეტყველდებოდა“ ანუ ქართული შრიფტი დაემატებოდა, ზურაბიშვილი სოფო ნიჟარაძის ფეისბუქიდან მოშორების გზებს ეძებდა.
სავარაუდოდ, ის ცნობილ მომღერალს გულისხმობდა.
უცნობია, რატომ სურდა მას ნიჟარაძის სოციალური ქსელიდან გაქრობა, თუმცა აშკარაა, სალომე ამაზე სერიოზულად მუშაობდა და საორგანიზაციოდ ფეისბუქ ჯგუფის შექმნასაც გეგმავდა.
როგორც ფოტოზე ხედავთ, საქართველოს ახლანდელი პრეზიდენტი სოფო ნიჟარაძის შესახებ წერს:
„სოფო ნიჟარაძე როგორ მოვიშოროთ ფეისბუქიდან? ჯგუფი ხომ არ შევქმნათ?“, - ვკითხულობთ ფეისბუქ პოსტში.
