Digest Logo

სურამელაშვილის საყვარლობა, „რეგიონ ფეშენ ვიკს“ შეწირული შეყვარებული და კამათი გიორგი მასხულიასთან - იასე კავკავაშვილის სკანდალები

1620741283
კავკავაშვილი

ყველაზე ეპატაჟური, ყველაზე ყვითელი, ყველაზე ბომონდური, ტრენდული და მოდური - ალბათ, მიხვდით იასე, სოსო, იოსკა კავკავაშვილს რომ ვახასიათებ.

საზოგადოებამ REGION FASHION WEEK-ის დამფუძნებელი სწორედ ეპატაჟურობით, „სიშიშვლითა“ და სკანდალებით გაიცნო .

დღეს სწორედ მის  ჭორ-მართალზე გიამბობთ.

REGION FASHION WEEK სკანდალი

გორის REGION FASHION WEEK სკანდალური დაპირისპირებით დასრულდა. “რეგიონ ფეშენ ვიქის” ორგანიზატორები შენობიდან POSTV-ის გადამღები ჯგუფის, კერძოდ კი „რობერტო მავანის“ წასვლას ითხოვდნენ. ამ დროს ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი, სოსო კავკავაშვილი შეუძლოდ გახდა. ის სასწრაფოს მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„მქონდა შოკი, წნევა და ჟანგბადიც არ მომეწოდებოდა. იყო სავარაუდო ინფარქტის ნიშნები. გიორგი მასხულია ჩემ გამო დაუპირისპირდა ნინო ადამაშვილს და მადლობა გიორგის ამისთვის. ასევე, მინდა, აღვნიშნო, რომ ერთ-ერთ ტელევიზიაში გავიდა ეს კადრები და დედაჩემმა ნახა, რომელსაც დიაბეტი აქვს და შოკი მიიღო, ძლივს დაუსტაბილურეს მდგომარეობა და ამ ყველაფრის მიუხედავად, კიდევ ესენი ცრუ განცხადებებეს აკეთებენ“, – აცხადებდა კავკავაშვილი.

პატრიარქთან „დაპირისპირება“

ალბათ, გახსოვთ, საქართველოს პატრიარქთან დაკავშირებით აგორებული სკანდალები, რომ ის მოხუცია და პოსტი უნდა დაეტოვებინა. სწორედ ამ ამბავს გამოეხმაურა ეპატაჟური იასე. მისი აზრი, ხალხისთვის, რა თქმა უნდა, მიუღებელი აღმოჩნდა, რადგან იასე ილია II-ის გადადგომას ემხრობოდა.

სურამელაშვილის „საყვარლობა“

„ბულინგი და ღადაობა სხვადასხვაა, ახლა უფრო გვეღადავებიან მე და გურამს. სხვათა შორის, ყველაფერი უწოდებიათ ჩემთვის, ბევრჯერ გავულანძღივარ, ერთ-ერთ არხზე გავიდა გადაცემა და სურამელაშვილის საყვარლად მომნათლეს, რის გამოც ვიტირე...“- ამბობს იასე კავკავაშვილი.

დაპირისპირება გიორგი მასხულიასთან

Region Fashion Week-ის დირექტორი, სოსო კავკავაშვილი, წლების წინ სოციალურ ქსელში დიზაინერ გიორგი მასხულიას დაუპირისპირდა:

„ამ სოფლის ორღობეს დაავიწყდა სტატიების დადებას რომ მთხოვდა და მეხვეწებოდა „ნიუსები“ დამიდეო, ჩემ მიერ რედაქტორობით მართულ საინფორმაციო სააგენტოებზე, თუ სქრინები დავუდო?

როგორ უნდა ვიყო მისი კარიერის ლაქა, სად აქვს კარიერა, ყველა ტელევიზიაში დაბლოკილია... მე კი მეცოდებოდა და სტატიებს ვუდებდი.

მათ შორის ნინო ადამაშვილის გადაცემაზეც, მთხოვდა თავისი კონკურსის გამარჯვებულის მიყვანას. მაშინ ოქრო და ბაჯაღლო ვიყავი და ახლა ლაქა ვარ?

ნუ, რა უნდა მოკითხო ადამიანს, რომელსაც სამი კლასის განათლება არ აქვს, მაგის რა უნდა შემშურდეს ლილოს და სენაკის არ შემდგარი დიზაინერის...

დაოკდი შვილო, დაოკდი ...

პ.ს. ჰო და გირაოს თანხას მე მთხოვდა გადამიხადეო... რადგან შენ რობერტო მავანს შეურიგდიო ამ მოტივით ... შენ პროექტზე მომივიდა ჩხუბი თორემ მე და ნინო მანამდე მეგობრები ვიყავითო... სასაცილო ხარ...“ – წერდა კავკავაშვილი.

„რეგიონ ფეშენ ვიკს“ შეწირული შეყვარებული

გორში „რეგიონ ფეშენ ვიკის“ დროს მომხდარი ინციდენტის გამო, კავკვაშვილს შეყვარებული დაშორდა. დიახ, ეს მისი მოსაზრებაა, რის შესახებაც სოციალურ ქსელში თავად დაწერა:

„რეგიონ ფეშენ ვიკის" სკანდალის გამო შეყვარებული დამშორდა... მორალურად ძალიან დაზარალებული ვარ...
რა აარჩევს ახალ შეყვარებულს... ყველაზე საშინელი პროცესია“.