
მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე „იმედის დღეში“ ეკო ფანგანს სტუმრობდა. მან გადაცემაში თავის ემოციურ მდგომარეობასა და სულიერ სიმშვიდეზე ისაუბრა.
მომღერლის თქმით, მას სიმშვიდის შენარჩუნებაში ლოცვა და ფსიქოლოგი ეხმარება.
„სულიერი სიმშვიდე ურთულესი ამბავია. ადამიანმა ამას თუ მიაღწია, ის პიროვნებად არის ჩამოყალიბებული. თუკი მარტო შენს თავთან დარჩენილი სულიერად მშვიდი ხარ, პრობლემა აღარ გაქვს. ეს რთულია, მაგრამ შეუძლებელი არაა. ამას ხელს უწყობს ძალიან რწმენა. მე ასე ვფიქრობ. სხვას არ ვახვევ თავს ჩემს სარწმუნოებას. ვიღაცას შეიძლება, მზის სწამს… ჩემთვის ეს არის ღმერთი და ჩემი სარწმუნოება. ლოცვა გეხმარება ძალიან. შენს ოჯახში, ოჯახის წევრებთან ერთად ყოფნა. იმ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც არ არის ენერგოვამპირები. ფსიქოლოგთან სიარული… ძალიან ბევრ ადამიანს ერიდება ამის თქმა. რატომ არის ეს ასეთი პრობლემა, ვერ ვხვდები, მაგრამ მე, როცა დამჭირდება ხოლმე, თვეში ერთხელ თუ კვირაში ერთხელ, მივდივარ და ვსტუმრობ ჩემს ფსიქოლოგს… აგრეთვე ვფიქრობმომავალშ მივიღო განათლება, ძალიან მიყვარს ახალი საგნის სწავლა. ვფიქრობ შევისწავლო ფსიქოლოგია ან ასტროლოგია. ვერ ვიტყვი რომ შემდეგ ამ მიმართულებით ვიმუშავებ, თუმცა თვითშემეცნებისთვის ძალიან კარგია“, - აღნიშნავს თაკო ტელეინტერვიუში.