Digest Logo

🎥 თამო ვაშალომიძე ვენეციის კინოფესტივალზე ქართული დროშით მივიდა - რა კადრებს აქვეყნებს მოდელი

1756978047
თამო ვაშალომიძე

თამო ვაშალომიძე ვენეციის კინოფესტივალზე წელსაც იმყოფებოდა, სადაც წითელ ხალიჩაზე ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი კაბით წარდგა. აღსანიშნავია, რომ თამო ვენეციაში შარშანაც იმყოფებოდა და წითელ ხალიჩაზე მაშინ პირველად გამოჩნდა. 

თამო ვაშალომიძემ ულამაზესი, განსხვავებული და დახვეწილი ლუქი მოირგო. იგი ამჯერად სადა მაკიაჟსა და ვარცხნილობაში გამოჩნდა. მოდელი ასეთ ღონისძიებებზე პირადი დიზაინერით და ვიზაჟისტით მოგზაურობს.

მოდელი ამჯერად სოციალურ ქსელში ახალ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ იგი ვენეციის კინოფესტივალზე კატერით მივიდა და საქართველოს დროშა იტალიის ქუჩებში კვლავ ააფრიალა.

ცნობისთვის, თამო ვაშალომიძე ქართულმა საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და დიდი პოპულარობაც მოიპოვა. მას შემდეგ თამოს ცხოვრებაში ბევრი რამ მოხდა. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ოჯახი, მას უკვე ორი შვილი და მეუღლე ჰყავს. ასევე თამომ საკუთარი თავის და კანის მოვლის ბრენდი „თამოსკინი“ დააარსა, რომელიც არა მარტო ქართულ, არამედ უცხოეთის ბაზარზეც აქტიურად ოპერირებს.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Tamar Vashalomidze (@tamovashalomidze)

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 თამო ვაშალომიძემ ვენეციის კინოფესტივალზე წელსაც გაიბრწყინა - ცნობილია, ვისი კაბა ეცვა მოდელს

ცნობილია, ვინ იყო ახალგაზრდა ქართველი ემიგრანტი, რომელსაც იტალიაში მანქანა დაეჯახა

🎥 ნუკი კოშკელიშვილი ნიუ-იორკში დაბრუნდა - ორსული მოდელი ახალ კადრებს გვიზიარებს