მომღერალმა თამუნა ამონაშვილმა თავის მოვლისა და სილამაზის პროცედურებთან დაკავშირებით პოდკასტში „აქ ● AQ“ გულახდილად ისაუბრა და აღიარა, რომ პოპულარულ საინექციო მეთოდებზე უარი თქვა. მისი თქმით, ძვირადღირებულმა ესთეტიკურმა ჩარევებმა მასში იმედგაცრუება და პროტესტი გამოიწვია.
შემსრულებელი აღნიშნავს, რომ მისი პროფესიიდან გამომდინარე, ფორმაში ყოფნა მუდმივად უწევს, თუმცა ბიორევიტალიზაციის ეფექტით კმაყოფილი არ დარჩენილა:
„გაიკეთებ ბიორევიტალიზაციას, დახარჯავ სასწაულ თანხებს, მოგეხსენებათ, რა ძვირი ღირს და გადის ორი კვირა და ისევ ისეთი ხარ. მომღერალი ხარ, ეკრანზე ჩანხარ და სხვა მდგომარეობა გაქვს, რომ ფორმაში უნდა იყო სულ. გამიჩნდა პროტესტი, რადგან ეფექტურობა იყო ძალიან მცირე ხნით. შევეშვი“, - ამბობს თამუნა ამონაშვილი.
მომღერალმა ნემსებისა და ძვირადღირებული კლინიკების ნაცვლად, ალტერნატიულ და ბუნებრივ გზებს მიმართა. კისრის სპეციალურ ვარჯიშებთან ერთად, მისი ყოველდღიური ფორმულის უცვლელი ნაწილი აქტიური ცხოვრების წესი, წყლის დიდი რაოდენობით მიღება და შინაგანი ბალანსია:
„მერე აღმოვაჩინე კისრის ძალიან მაგარი ვარჯიშები. თუმცა აუცილებელია - ვარჯიში და წყალი. რაც შეეხება კვებას, ძალიან მიყვარს ტკბილი. შეიძლება, რაღაც პერიოდი სწორად არ ვიკვებო, მაგრამ ვვარჯიშობ და ამაზე არ ვდარდობ ხოლმე, როდესაც შევჭამ ტკბილს“, - აღნიშნავს მომღერალი.