Digest Logo

🎥 „ვვარჯიშობ და ტკბილის ჭამის გამო არასდროს ვდარდობ“ - თამუნა ამონაშვილი სილამაზის საკუთარ ფორმულას აზიარებს

1779702548
თამუნა ამონაშვილი

მომღერალი თამუნა ამონაშვილი პოდკასტში „აქ ● AQ“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც  თავის მოვლის ოქროს წესების შესახებ ისაუბრა. 61 წლის მომღერალი ყოველთვის შესანიშნავ ფორმაშია. მან საკუთარ გამომწერებსა და მსმენელებს თავის მოვლის, კვებისა და ფიზიკური აქტივობის პირადი ფორმულა გაუზიარა. მომღერლის თქმით, მისი საიდუმლო ბალანსში, წყლისა და ვარჯიშის სიყვარულშია.

როგორც თამუნა ამონაშვილი აღნიშნავს, ის თავს მკაცრ აკრძალვებს არ უწესებს და სახლის პირობებში აქტიურად ვარჯიშობს:

„აუცილებელია ფორმატია: ვარჯიში და წყალი. რაც შეეხება კვებას, ძალიან მიყვარს ტკბილი. შეიძლება, რაღაც პერიოდი სწორად არ ვიკვებო, მაგრამ ვვარჯიშობ და ამაზე არ ვდარდობ ხოლმე, როდესაც შევჭამ ტკბილს.

ადრე დავდიოდი დარბაზში და იქ ვვარჯიშობდი, შემდეგ ვისწავლე ყველა ვარჯიში, რა რისთვის არის, ამიტომ ახლა სახლში ვვარჯიშობ. როცა რაღაც მინდა, მაშინ მივირთმევ. არ მაქვს ის მდგომარეობა, რომ რამე აკრძალვა დავუწესო თავს, ყველაფერს ცოტ-ცოტას მივირთმევ. წყალს ვსვამ ძალიან ბევრს, ვთვლი, რომ ქალის ორგანიზმისთვის წყალს დიდი ენერგია მოაქვს“, - ამბობს მომღერალი.

ფიზიკურ ტონუსთან ერთად, შემსრულებელი სულიერ სიმშვიდესა და სხეულის განწმენდასაც დიდ ყურადღებას უთმობს:

„ასევე მარხვა არის ჩემთვის ძალიან აუცილებელი. სხეულთან ერთად სულსაც უნდა კვება, ამიტომ მარხვას და ლოცვას ჩემთვის დიდი დატვირთვა აქვს“, - აღნიშნავს თამუნა ამონაშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„იქვე ვუ­თხა­რი, ხუმ­რო­ბის დრო არ იყო...“– რას ამბობს გია ჯაჯანიძე ნანიკო ხაზარაძის „იმედიდან“ წასვლაზე

⭕„დღის პირველი ნახევარი ენერგეტიკულად მძიმეა, მაქსიმალურად მოერიდეთ კამათს, ჩხუბს და ამბიციების აგრესიულ გამოვლენას“ - 25 მაისის ასტროლოგიური მიმოხილვა

⭕🎥 „ყველაფერს, რაც თქვენ ზურგს უკან ხდება, მიაქციეთ ყურადღება და ენას კბილი დააჭირეთ“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან