მომღერალი ნინო ჩხეიძე ისრაელში იმყოფება - ამის შესახებ ცნობილი მისი სოციალური ქსელიდან ხდება.
მომღერალი იქ კონცერტის ჩასატარებლად იყო ჩასული, საიდანაც მიმართვას ავრცელებს:
„მეგობრებო დიდი მადლობა მოკითხვისთვის, კარგად ვართ ვართ თავშესაფარში და ყველაფერი კარგად იქნება“, - ამბობს ნინო ჩხეიძე „ინსტაგრამზე“ სთორიში გამოქვეყნებულ ვიდეოში.
ცნობისთვის, 2026 წლის 28 თებერვალს ისრაელმა და აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ერთობლივი საჰაერო დარტყმები განახორციელეს. რასაც ირანის საპასუხო ქმედებები მოჰყვა, მათ ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს. ისრაელში სირენების ხმა ისმის, ქვეყანაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. დახურულია აეროპორტები.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ გოგა მანიას წინასწარმეტყველება ირანი - ისრაელის ომთან დაკავშირებით ახდა