ტელეწამყვანი ეკო ფანგანი „იუთუბის“ არხის პოპულარულ შოუში, „დიდი ქვიზში“, სტუმრად იმყოფებოდა, სადაც გულწრფელად უპასუხა წამყვანის კითხვებს.
ფანგანის თქმით, მისი წარმატება ღმერთისა და თავისი შრომის დამსახურებაა.
„ჩემი და უფლის დამსახურებაა, რომ წარმატებული ვარ. ტელევიზიამდე, განათლებით იურისტი ვარ და საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწე ვიყავი. ასევე, ერთ-ერთ სადაზღვევო კომპანიაში პიარის კუთხით მივედი, რომ მემუშავა, მაგრამ აღმოჩნდა, სხვა, უფრო დიდი პასუხისმგებლობა მომანიჭეს და soft-ის მართვის განყოფილების უფროსად დამნიშნეს.
ასევე მაქვს, კიდევ სხვადასხვა სამსახურის გამოცდილება.
ტელევიზიაში შემთხვევით აღმოვჩნდი, მოუსვენარი ადამიანი ვარ და ვგიჟდები ლაპარაკზე, დეიდაჩემი მეძახოდა ზედმეტ სახელად „პრუტუნჩიკას“, რადგან სულ ვლაპარაკობდი. ტელევიზიაში მუშაობა ძალიან დიდი სტრესია, მაგრამ იმდენად მიყვარს ეს, სანამ ახალგაზრდები ვართ და ჯანი გვიწყობს ხელს, დღე და ღამე უნდა ვიმუშაოთ.
ძალიან ცნობისმოყვარე ვარ და ყველაფერს ვეძიები. ისეთ დონეზე, რაც ჩემს ინტერესს დააკმაყოფილებს, მათ შორისაა ჰოროსკოპი - მე ვარ თევზები და მთვარით ვერძი.
„იუთბერის“ კითხვაზე: „კარგი ტელეწამყვანი ხარ?“
ეკო ფანგანმა უპასუხა: კი ვარ. 13 წელია პირდაპირ ეთერში ვმუშაობ, ძალიან ბევრი ღონისძიება წამიყვანია და გამოცდილებაა ეს ყოველივე.
ვრცლად, ნახეთ ვიდეო: