Digest Logo

🎥 „ტელევიზიის დერეფანში ჩაიქროლებდი... მაშინ არ მომეწონე“ - თიკა ფაცაციასა და გვანცა დარასელიას გაცნობის ისტორია

1782982480
თიკა ფაცაცია, გვანცა დარასელია

ქართული ტელესივრცის გამორჩეული სახეებისა და მეგობრების, თიკა ფაცაციასა და გვანცა დარასელიას ურთიერთობა, როგორც ირკვევა, თავიდან იდეალურად სულაც არ დაწყებულა. ცნობილმა ტელეწამყვანებმა ძველი დრო და პირველი შეხვედრის დეტალები „გვანცას პოდკასტში“ გაიხსენეს.

როგორც გვანცა დარასელია აღნიშნავს, მას მათი პირველი შეხვედრა საერთოდ არ ახსოვს, თუმცა თიკა ფაცაციას ეს მომენტი კარგად ჩაეჭდა მეხსიერებაში და პირველი შთაბეჭდილებაც საკმაოდ კრიტიკული აღმოჩნდა:

გვანცა დარასელია: მე არ მახსოვს, ჩვენი პირველი შეხვედრა.

თიკა ფაცაცია: კი, მახსოვს, მაშინ არ მომეწონე. ვერ მივხვდი, დაგიმეგობრდებოდი თუ არა. ვერ გავიგე, ისეთი რაღაცნაირი იყო.

გვანცა დარასელია: სხვათა შორის, პირველი არ ხარ, ვინც მაგას მეუბნება.

თიკა ფაცაცია: ვიცი, ეგეც ვიცი. ასე, {ტელევიზიის} დერეფანში ჩაიქროლებდი და ჩამოიქრილებდი, არ ჩერდებოდი და მე?

გვანცა დარასელია: გიცნობდი ტელევიზიიდან, როგორც მომღერალს...

თიკა ფაცაცია: ერთი წუთით, შენ რომ „მის საქართველოზე“ {2007 წელს} გამოდიოდი...

გვანცა დარასელია: მერე?

თიკა ფაცაცია: მერე, როგორც დასრულდა ისე დასრულდა...

გვანცა დარასელია: რომ არ გამამარჯვებინეს.

თიკა ფაცაცია: მე რომ გიცავდი იცი? ერთ-ერთ გადაცემაში მიმიწვიეს, სადაც ვთქვი, ეს იყო „ქართული სილამაზე“.

ვრცლად, ნახეთ ვიდეოში მეგობრების სახალისო დიალოგი: