
მაია ასათიანს დღეს ერთ-ერთი მძიმე ეთერი აქვს. მისი გადაცემა „პროფილი“ „რუსთავი 2“-ზე დაიხურა. დღეს ბოლო გადაცემა გადის. მაია ასათიანი ტელეკომპანიასაც ტოვებს.
„დღეს მე აქ ამ არხზე ჩემს 20 წლიან ისტორიას ვასრულებ. ბოლო გავდივარ, რადგან აქ იმ სინათლეს, წლების წინ მთელი საქართველოს მთავარი იმედი რომ იყო, ვეღარ ვხედავ.
დღეს ბოლო „პროფილი“, – ამბობს მაია ასათიანი. გადაცემის ანონსში და კადრებში ჩანს რომ ის ატირდა.