29 აგვისტოს, მეჯვრისხევის სიახლოვეს, ჭექა-ქუხილის დროს, ელვამ 13 წლის მოზარდს შოთიკო მექვაბიშვილს დაარტყა.
ძლიერმა მუხტმა მას გულმკერდის არე დაუზიანა და ფეხის ქუსლი გაუხეთქა. მინდორში მის გვერდით მყოფი გოდერძი ეჯოშვილი კი ძლიერმა ტალღამ ძირს დააგდო, ბავშვს ხელიდან ჯოხიც კი გაუვარდა. ბავშვები კლინიკაში გადაიყვანეს და თავს უკვე კარგად გრძნობენ.
ბიჭებმა კლინიკიდან ფოტო გაავრცელეს და სოციალურ ქსელში უამრავი გულთბილი კომენტარი დაიმსახურეს.
ეს დღე ბიჭებმა „იმედთან“ გაიხსენეს.
„ზემოდან მოვდიოდით, დიდი ხმა იყო, უცებ ჩაბნელდა და ცა განათდა. ორივემ თვალები დავხუჭეთ და უცებ ძირს დავეცით. ზუსტად აღარ მახსოვს, გაგვისროლა თუ უბრალოდ იქვე დავეცით.
ფეხები ძალიან დამიბუჟდა, შოთიკომ კი გონება დაკარგა. სახეში ხელებს ვურტყამდი, რომ გონზე მოსულიყო. შემდეგ ქვემოთ ჩავედი, ზემოთ ვეღარ ავდიოდი, მუხლები მტკიოდა. ერთ ბიჭს დახმარება ვთხოვე და ვუთხარი, შოთიკომ გონება დაკარგა, მგონი, მეხი დაეცაო. ის ამოვიდა და მანქანაში რომ ჩავსხედით, შოთიკო ხელებს იქნევდა“, – ამბობს ბიჭი.
ვრცლად, ნახეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „დაწერე ფურცელზე ყველაფერი და დაწვი...“ - 09.09-ის რიტუალი სურვილების ასასრულებლად
⭕შორენა ბეგაშვილი ყვითელ კაბაში პოზირებს – ნახეთ, ამჯერად სად მოგზაურობს მოდელი
⭕„პირველი გაკვეთილი აქვს...“ - გალა გასვიანმა ინგლისური ენის სწავლა დაიწყო