
ცნობილი ტელესახე ნინო თოლორდავა გადაცემა „სთორის“ სტუმარია.
როგორც იგი ჰყვება, სულ რამდენიმე კვირაში მეორეჯერ გახდება დედა.
„წლებია მინდოდა შვილი, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ჩემთვის არ შეიძლებოდა ბავშვის გაჩენა, ახლა კი სუროგატი დედისგან რამდენიმე დღეში ველოდებით შვილს. არაჩვეულებრივი გოგო ელოდება ჩემი და გიორგის შვილს და დიდი მოლოდინი გვაქვს. ალბათ ჩვენთვის აგვისტოში დადგება ახალი წელი“, - ამბობს ნინო თოლორდავა.
მისი თქმით შვილი წლებია უნდოდა, თუმცა ბევრი იმედგაცრუება ჰქონდა, ახლა კი წყვილი ბიჭის მშობლები გახდებიან.
„წლებია შვილი მინდოდა, სულ მქონდა იმედგაცრუება განსაკუთრებით ბოლო 6 - 7 წელია მქონდა ყოველდღიური მოლოდინი, მაგრამ არ დგებოდა ეს დღე... ახლა კი ველოდებით ბიჭს“, - ამბობს ტელესახე.
ცნობისთვის, ნინო თოლორდავას ჰყავს ერთი შვილი 24 წლის ბიჭი, ხოლო მის მეუღლეს გიორგი დავითაიას 2 შვილი.
წყვილისთვის ეს ბავშვი კი პირველი საერთო შვილი იქნება.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ერთი ეს „ჯორჯია“ ვერ დავშალე“ – რა ფოტოებს აქვეყნებს ანრი ჯოხაძე?
⭕„რძალი, როგორც ასეთი“ - ელენე ეპიტაშვილის ახალი ფოტოები ქორწილიდან