33 წლის ამერიკელმა მომღერალმა მაილი საირუსმა მეორედ იქორწინა, მისი რჩეული 28 წლის მუსიკოსი და ჯგუფ Liily-ის დრამერი მაქს მორანდოა.
წყვილის ქორწილი პალმ-სპრინგსში გაიმართა და დაახლოებით 140 სტუმარს უმასპინძლა. დრესკოდი შავი ფერის სამოსი იყო.
ცერემონიას მაილის ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ, მათ შორის მამა, ბილი რეი საირუსი და დედა, ტიში, მეუღლეებთან ერთად.
მაილი საირუსი და მაქს მორანდო ერთმანეთს 2021 წელს, საერთო მეგობრების დახმარებით, ბრმა პაემანზე შეხვდნენ. მათი ურთიერთობა მალევე დაახლოვდა და წყვილი ერთად სხვადასხვა ღონისძიებაზეც გამოჩნდა. ნიშნობის შესახებ ინფორმაცია 2025 წლის დეკემბერში გავრცელდა. მაქსმა მომღერალს ხელი იაპონიაში მოგზაურობისას სთხოვა.
ეს მაილი საირუსისთვის მეორე ქორწინებაა. მანამდე მომღერალი მსახიობ ლიამ ჰემსვორთზე იყო დაქორწინებული. წყვილმა 2018 წლის დეკემბერში იქორწინა, თუმცა ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელებულა — ისინი 2019 წელს დაშორდნენ, ხოლო განქორწინება 2020 წლის იანვარში ოფიციალურად დასრულდა.
მათი დაშორება განსაკუთრებით გახმაურებული იყო. მოგვიანებით მაილი წარსულ ურთიერთობაზე, ემოციურ სირთულეებსა და ცხოვრების ახალ ეტაპზე საუბრობდა. მომღერალი წლების განმავლობაში არაერთხელ ამბობდა, რომ პირადი გამოცდილება და რთული პერიოდები მის შემოქმედებაზეც აისახა.
ახლა კი მაილი საირუსი ცხოვრების ახალ ეტაპს იწყებს — ამჯერად მაქს მორანდოსთან ერთად.
ნახეთ ფოტოები 👇



⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: