Digest Logo

„ცრუ ინფორმაციას ნუ ავრცელებთ!“ - ნინი ბადურაშვილი „მთავარ არხს“ დეზინფორმაციაში ადანაშაულებს

1734503324
ნინი ბადურაშვილი

მომღერალი ნინი ბადურაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას აქვეყნებს და ამბობს რომ „მთავარმა არხმა“ დეზინფორმაცია გაავრცელა.

როგორც იგი წერს, არც ერთ საახალწლო ღონისძიებაში აღარ იღებს მონაწილეობას.

„არც ერთ საახალწლო ღონისძიებაში არ ვიღებ მონაწილეობას და ცრუ ინფორმაციას ნუ ავრცელებთ! ყველა კონცერტი გაუქმებულია. 

ბოლო ინფორმაცია რაც დაიდო არის სიცრუე და მედიებს გთხოვთ სანამ რამე ინფორმაციას დადებთ დარეკეთ და გადაამოწმეთ!“, - წერს ნინი ბადურაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მანამდე „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მომღერლები:

„ანრი ჯოხაძე და ნინი ბადურაშვილი ლაგოდეხში საახალწლო კონცერტისთვის ბიუჯეტიდან 25 250 ლარს მიიღებდნენ“.

⭕  ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ზესტაფონში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 თვის ბავშვი ემსხვერპლა

⭕ თოვლი და ქარბუქი - როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?