ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ახალმთვარეობის შესახებ წერს.
იგი დეტალურ ინფორმაციას გვიზიარებს და ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს აფრთხილებს:
„ზუსტად 16-17 მაისის გასაყარზე გვაქვს ახალმთვარეობის პიკი, კუროს ზოდიაქოს ნიშნის 26-ე გრადუსზე.
კურო არის ფიქსირებული ჯვრის პირველი წარმომადგენელი, რომელიც ფუნდამენტს ქმნის და ამყარებს სტაბილიზაციის პროცესს, შესაბამისად ახალმთვარეობა უკვე ახალი შანსების გამოყენების, ახალი გეგმების დასახვის, გამყარებისა და რეალიზების პერიოდია.
კუროს მართავს პლანეტა ვენერა, ამიტომ ახლო პერიოდში აქტუალური თემები შეეხება თითოეული ადამიანის ფასეულობების სისტემას, პირად-სასიყვარულო ურთიერთობებს, გადაფასებებს, კომუნიკაციებს (ვენერა ტყუპების ნიშანს გადის), ასევე აქტუალური შესაძლოა იყოს ფინანსების თემა.
ყველაფერი ერთი შეხედვით დალაგებულია, მაგრამ...
ალგოლი #Algol - უძველესი დროიდან ასტროლოგიაში ერთ-ერთ ყველაზე მრისხანე, ძლიერ და სახიფათო ფიქსირებულ ვარსკვლავად ითვლება. სწორედ ამ ვარსკვლავზე გვაქვს ახალმთვარეობა!
ალგოლი - მედუზა გორგონას მოკვეთილი თავის სიმბოლიზაციაა.
სახელწოდება არაბული
Ra's al-Ghul-იდან მოდის და ნიშნავს „დემონის თავს“ (სხვათა შორის აქედან მოდის სიტყვა „ალკოჰოლიც“ - გონების წამლეკავი სუბსტანცია). ხალხურ მითოლოგიაში მას „ეშმაკის ვარსკვლავსაც“ უწოდებდნენ.
ტრადიციულ ასტროლოგიაში (განსაკუთრებით სამედიცინო და მუნდალურ ასტროლოგიაში) ალგოლს უკავშირებდნენ: თავის არესთან დაკავშირებულ პრობლემებს. სიტყვასიტყვით ან გადატანითი მნიშვნელობით „თავის დაკარგვას“.
დაუოკებელ, ცხოველურ რისხვას, ისტერიას და აფექტის მდგომარეობას. ფატალურ მოვლენებს, ძალადობას, მასობრივ კატასტროფებს. ალგოლი არის ჩვენი რეპტილიური ტვინის აქტივატორი. ის ასახავს მომენტს, როდესაც ადამიანში იღვიძებს პირველყოფილი შიში, გადარჩენის ინსტინქტი და დაუოკებელი ვნება.
სწორედ ამიტომ, მინდა განსაკუთრებით მათ მივმართო, ვისაც გარკვეული ფსიქო-ემოცოური ტიპის პრობლემები აქვს, ასევე მათ ვინც საბრძოლო ვითარებაში არიან ჩართული და ასევე ზოგადად ყველას ვურჩევდი თავი შეიკავონ კონფლიქტებისა და გარკვეული სარისკო ქმედებებისგან.
დიდია განხეთქილებების, კონფლიქტების ალბათობა იმპულსურობის ნიადაგზე, მოსალოდნელია იმედგაცრუებები, ავანტიურული ქმედებები, ამიტომ თავი შეიკავეთ სარისკო ნაბიჯებისგან, ფრენისგან უახლოეს დღეებში.
თუ უკვე შეშინდი, მაშინ მოემზადე, შესაძლებელია პიროქითაც მოხდეს. მედუზას თავი პერსევსმა ფარზე დაამაგრა ბოროტების დასამარცხებლად, ეს ნიშნავს, რომ ალგოლის ენერგია შეიძლება გახდეს ყველაზე ძლიერი დამცავი ფარი, თილისმა შენს ცხოვრებაში!
მაგ: თუ შენ მართავ ამ უდიდეს ენერგიას
შენს ხელთ იქნება ყველაზე დიდებული "იარაღი" ეს არის უზარმაზარი ჰიპნოტური ძალა და მაგნეტიზმი.
ნუ შეგეშინდება შენი ჩრდილების, მთავარია არ დაკარგო „თავი“ (გონიერება) და ეს დიდებული ენერგია მიმართო არა ნგრევისკენ, არამედ შემოქმედებისკენ, აღმშენებლობისკენ და რეალობის ტრანსფორმაციისკენ.
გთავაზობთ პროგნოზს თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის, თუმცა მეტი ყურადღება მიაქციეთ იმ თემას, რომელ სახლშიც ხვდება ეს ახალმთვარეობა თქვენს ნათალურ რუკაში :
ამ პერიოდის მთავარი მოთხოვნები - სტაბილურობა, სიმშვიდე და პრაქტიკულობა, თუმცა ამ ყველაფერთან ერთად აუცილებელია განავითაროთ ახლებური ხედვა.
ვერძი
გარკვეული ახალი შესაძლებლობები, ახალი შემოსავლის წყარო და ზოგადად ფინანსებთან დაკავშირებული საკითხების აქტუალიზაცია. ყურადღემა მიაქციეთ კვების რეჟიმს. ქმედებამდე კარგად აწონდაწონეთ ნებისმიერი საკითხი.
კურო
მნიშვნელოვანი ძვრები, შესაძლოა რადიკალური ცვლილებები იმიჯის მხრივ, ან სხვა ცხოვრების ნებისმიერ სფეროში. ნუ იქნებით სულსწრაფი, მაგრამ გამოიჩინეთ ინიციატივა. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, (განსაკუთრებით თავის ზონას), ან/და შესაძლოა მოულოდნელი გამოჯანმრთელებაც.
ტყუპები
იდუმალება, ფარული საკითხები, ფარული კავშირების აქტუალიზაცია. იდეალური პერიოდია იმისათვის რომ გარკვეული შიშებისგან გათავისუფლდეთ. აკონტროლეთ აზრები და ფიქრები, კარგია ვიზუალიზაციის ტექნიკების ჩატარება.
კირჩხიბი
აღიარება, სოციალური კავშირების აქტუალიზაცია, გადახედეთ თქვენს გეგმებს, გადაახალისეთ კავშირები, სამეგობრო წრე. მატულობს თქვენი შარმი და გავლენა, ყურადღების ცენტრში ექცევით.
ლომი
ახალი შესაძებლობები კარიერული კუთხით, იყავით მეტად მომთმენი და წინდახედული, წარმატებას მოგიტანთ ინოვაციურ გეგმებზე და პროექტებზე მუშაობა. ყურადღება მაიქციეთ შემოსულ ინფორმაციებს.
ქალწული
კარგი დროა ცვლილებებისთვის, გამოიყენეთ ეს პერიოდი ნებისმიერი საქმიანობისთვის, იყავით მტკიცე და მიზანდასახული. კარგია უცხოეთთან, კანონთან, დაკავშირებული პროექტებისა და საქმიანობის განხორციელებისათვის. გათავისუფლდით მოძველებული შაბლონებისგან.
სასწორი
ფინანსები, ტრანსფორმაციული პროცესები, მემკვიდრეობასთან და საბანკო საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების აქტუალიზაცია. იმუშავეთ თქვენს ფობიებსა და ფსიქოლოგიურ ტრავმებზე.
მორიელი
პარტნიორულ ურთიერთობებში გარკვეული გადაფასებები(როგორც პირადი ასევე საქმიანი), პოზიციების მოულოდნელი ცვლა, სიტუაციების არასტანდარტული გზით განვითარება. თქვენ ახლა გადიხართ ქარიშხლის ზონას, რომლის მერეც სიმშვიდე დაისადგურებს.
მშვილდოსანი
საქმიანობაში, ყოფით საკითხებში მკვეთრი ცვლილებები, შესაძლოა დაკავდეთ საქმით რომელზეც მანამდე არც კი გიფიქრიათ. შემოსავლის ახალი წყაროების ძიება. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. აქტუალურია შინაური ცხოველების თემა.
თხის რქა
ბავშვებთან დაკავშირებული საკითხები და თემებია აქტუალური, მეტად ხართ ცხოვრებისეულ სიამეზე კონცენტრირებული. შესაძლოა თქვენმა გეგმებმა ამ ეტაპზე არ გამოიღოს სასურველი შედეგი.
მერწყული
სიახლეები ოჯახურ საკითხებში. ახალი, არასტანდარტული სიტუაციების აქტუალიზაცია, მოულოდნელად შესაძლოა აღადგინოთ ურთიერთობები „ყოფილ“ მეგობრებთან ან პარტნიორებთან. უძრავი ქონებასთან დაკავშირებული თემების გადაწყვეტა.
თევზები
საინფორმაციო სივრცეს მიაქციეთ ყურადღება. აქტუალურია: არასტანდარტული და დაუგეგმავი მოლაპარაკებები, გეგმები. ყურადღებით იყავით გზებზე. მშვენიერი პერიოდია თვითგანვითარებისთვისა და სოციალური აქტივობებისთვის“, - წერს ქეთი ოდიშელი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕მზე და 20 გრადუსი - როგორი ამინდია მოსალოდნელი 17 მაისს საქართველოში