Digest Logo

„თუ ურთიერთობა ასეთი არ არის, მასზე დროს აღარ დავხარჯავ“ – ნატალი პორტმანი ახალ სიყვარულზე ალაპარაკდა

1793707820
 ნატალი პორტმანი

მსახიობი ნატალი პორტმანი მუსიკოს ტანგი დესტაბლთან, რომელიც სასცენო სახელით Tepr არის ცნობილი, ურთიერთობის შესახებ იშვიათ კომენტარს აკეთებს. მსახიობმა პირად ცხოვრებაზე ჟურნალ Harper’s Bazaar-თან ინტერვიუში ისაუბრა.

ინტერვიუს დროს ჟურნალისტმა 45 წლის მსახიობს ჰკითხა, რამდენად სასიამოვნოა, იყო ურთიერთობაში უკვე ჩამოყალიბებული, ზრდასრული ადამიანის სტატუსით.

„დიახ, ძალიან სასიამოვნოა“, - უპასუხა პორტმანმა.

პორტმანი საკუთარ ურთიერთობაზეც ალაპარაკდა და განმარტა, რომ მისთვის ბედნიერი ურთიერთობის საფუძველი სულაც არ არის რთული.

„მჯერა, რომ ყველაფერი ძალიან მარტივია: მთავარია, იყო კეთილი, მოსიყვარულე და შეგეძლოს სიცილი. მხოლოდ ეს არის მნიშვნელოვანი. სწორედ ამ ასაკის ხიბლიც ესაა. თუ ურთიერთობა ასეთი არ არის, მასზე დროს აღარ დავხარჯავ“, - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ მსახიობს ორი შვილი - ალეფი და ამალია ჰყავს ყოფილ ქმართან, ფრანგ ქორეოგრაფ ბენჟამენ მილპიესთან, აკავშირებს. ალეფი 2011 წლის ივნისში დაიბადა, ამალია კი - 2017 წლის თებერვალში.

ნატალი პორტმანი და ბენჟამენ მილპიე 2023 წელს დაშორდნენ, განქორწინება კი 2024 წელს ოფიციალურად დასრულდა. მსახიობმა და მუსიკოსმა ტანგი დესტაბლმა ურთიერთობა 2025 წლის მარტში, გამოცემა People-თან დაადასტურეს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„დავბრუნდი იქ, სადაც ყველაფერი დაიწყო“ – რა კადრებს გვიზიარებს ილია თოფურია

🎥 „ექიმმა მითხრა, რომ სრულიად უსაფრთხო იყო“ - სახლის პირობებში გაკეთებული ინიექციური პროცედურის მძიმე შედეგები, რა საფრთხეებს შეიცავს სილამაზის მიღწევის სურვილი

⭕რა წესი მოქმედებს შინაურ ცხოველებთან დაკავშირებით, როდესაც დამქირავებელს ცხოველი მესაკუთრესთან შეუთანხმებლად მოჰყავს? - იურისტის რჩევები

წყარო: www.harpersbazaar.com

✕