Digest Logo

„თურმე ოჯახებს ვანგრევ და რუსი ოლიგარქია ჩემი საყვარელი“ - ნეკა დოროყაშვილი მის გარშემო გავრცელებულ ჭორებს ეხმაურება

1779883301
ნეკა დორყაშვილი

მოდელი ნეკა დოროყაშვილი სოციალურ ქსელში მის გარშემო აგორებულ მორიგ ჭორებსა და პოლიტიკურ ბრალდებებს იუმორითა და ირონიით პასუხობს. დოროყაშვილი, რომელიც საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა, ამჯერად პირადი ცხოვრების გამო წამოსულ კრიტიკას გამოეხმაურა.

ნეკა დოროყაშვილმა გამომწერებს გაუზიარა ის უახლესი ჭორები, რომლებიც საკუთარი თავის შესახებ საინფორმაციო სივრცეში თუ ნაცნობებისგან მოისმინა. მოდელი აღნიშნავს, რომ მის პირად ცხოვრებაზე აბსურდულ ვერსიებს ავრცელებენ.

„დღეს გავიგე, რომ თურმე უკვე ოჯახებს ვანგრევ და რუსი ოლიგარქია ჩემი საყვარელი“, - წერს ნეკა დოროყაშვილი.

პირადი ცხოვრების გარდა, მოდელი სოციალურ ქსელში აქტიურობის გამო პოლიტიკური კრიტიკის ქარცეცხლშიც მოხვდა. მისი თქმით, თბილისის მერის, კახა კალაძის ვიდეოს გაზიარებას ოპოზიციური ფლანგიდან მყისიერი რეაქცია და ბრალდებები მოჰყვა.

„კალაძის ვიდეო გავაზიარე და ნაცებმა დამაბრალეს, რომ მათი დაქირავებული აგენტი ვარ“,- დასძენს იგი.