თურქეთში ცნობილი ადამიანების მონაწილეობით მიმდინარე ნარკოტიკების საქმეზე მორიგი ოპერაცია ჩატარდა. დაკავებულთა შორის არიან მსახიობები დენიზ ჩაქირი და ბურჯუ ოზბერქი, ასევე მომღერალი ოზჯან დენიზი. თურქული მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკავებულია 23 პირი.
სტამბოლის პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების ფარგლებში 35 პირის დაკავების გადაწყვეტილება მიიღეს. მათგან 23 უკვე დაკავებულია, დანარჩენების ძებნა კი გრძელდება.
გამოძიება ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ვაჭრობის, მათი მიწოდების, მოხმარებისა და შენახვის, ასევე პროსტიტუციის შესაძლო ფაქტებს უკავშირდება.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში შესწავლილია ეჭვმიტანილთა ჩვენებები, მოწმეების განცხადებები, მობილური ტელეფონებისა და ციფრული მასალების ექსპერტიზის დასკვნები, ასევე ფარული მოწმეების ჩვენებები.
სამართალდამცველების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთა მიმართ ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებისა და შენახვის შესაძლო ფაქტებზე არსებობს ეჭვი.
მომხდარზე გამოძიება გრძელდება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕25 ნოემბრიდან ზოდიაქოს 4 ნიშანს ფინანსური იღბალი და სტაბილური კეთილდღეობა ელის
⭕ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 3 წლის თაია კლინიკიდან გაწერეს