Digest Logo

„პულსი და სუნთქვა არ ჰქონდა“ – თბილისში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ უგონო მდგომარეობაში მყოფი შუახნის კაცის სიცოცხლე გადაარჩინა

1795591805
 სასწრაფო დახმარების ბრიგადა

სოციალურ ქსელში გვერდი „შენი სიცოცხლის გადასარჩენად“ პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, თუ როგორ გადაარჩინეს თბილისში შუახნის მამაკაცის სიცოცხლე სასწრაფო დახმარების ექიმებმა, რომელსაც არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა.

„დროული რეაგირება და პროფესიონალიზმი-თბილისის მე-3 რაიონული სამსახურის სასწრაფო დახმარების 0330 ბრიგადამ მამაკაცის სიცოცხლე გადაარჩინა.

გამოძახების ლოზუნგი „უგონო“, გამოძახების ადგილი ქუჩა. 112-ში ავტომობილში უგონო მდგომარეობაში მყოფი შუახნის მამაკაცის შესახებ შეტყობინება შევიდა.

შემთხვევის ადგილზე, სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გამვლელები მამაკაცის დახმარებას ცდილობდნენ. ადგილზე მისულმა ბრიგადის წევრებმა პაციენტის მდგომარეობა დაუყოვნებლივ შეაფასეს. მამაკაცს

არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა, დაფიქსირდა პარკუჭოვანი ფიბრილაცია.

პროტოკოლით გათვალისწინებული გადაუდებელი რეანიმაციული ღონისძიებების ჩატარების შედეგად პაციენტს გულის მოქმედება და სუნთქვა აღუდგა. მამაკაცი შესაბამისი მდგომარეობის გათვალისწინებითა და შემდგომი მკურნალობის მიზნით, ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.

ბრიგადის ექიმი მარინა დუმბაძე სასწრაფო სამედიცინო დახმარების სისტემაში წლებია მუშაობს და მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გუნდური მუშაობა .ამ შემთხვევის გახსენებისას მარინა ექიმი განსაკუთრებული სიამაყით საუბრობს თავისი უცვლელი გუნდის წევრებზე უმცროს ექიმ ნინო ირემაძეზე, რომელთანაც ერთად 20 წელია ერთ ბრიგადაში მუშაობს და მძღოლზე კახაბერ მეშვილდიშვილზე.

მათმა პროფესიონალიზმმა და გუნდურმა მოქმედებამ პაციენტის გადარჩენაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
რამდენიმე დღის შემდეგ ბრიგადის წევრები პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდნენ. სასიხარულოა, რომ მიღებული ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად მნიშვნელოვანია გადაუდებელ სიტუაციაში სწრაფი რეაგირება, პროფესიონალიზმი და გუნდური მუშაობა.

#გვეამაყება
ექიმი მარინა დუმბაძე
უმცროსი ექიმი ნინო ირემაძე
მძღოლი კახაბერ მეშვილდიშვილი“,  - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕გუგა ქაშიბაძე ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულ ახალგაზრდა კაცზე: პაციენტის სიმძიმეს განაპირობებს დამწვრობითი ფართი და სიღრმე, მთელი სხეულის დაახლოებით 83%-ია დამწვარი

⭕„სხვის პრობლემებში ჩაღრმავება საჭირო არ არის“ - თაკო მელიქიშვილი 25 ნოემბრის ენერგიებზე

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 25 ნოემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

✕