Digest Logo

„ ყოველ წელს ვეხვეწები ღმერთს - „კიდევ ერთი წელიწადი მაჩუქე“ - რას ამბობს ნანი ბრეგვაძე სიბერეზე

1753855583
ნანი ბრეგვაძე

მომ­ღე­რალ­ი ნანი ბრეგვაძე, 21 ივ­ლისს 89 წლის გახ­და.

მან აჭა­რის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელს ინ­ტერ­ვიუ მის­ცა, სა­დაც სხვა­დას­ხვა სა­ინ­ტე­რე­სო თე­მა­ზე ისა­უბ­რა, ერთ-ერთი თემა კი სწორედ ასაკი იყო.

„უკვე ვეჩვევი, რომ მე იქით უნდა წავიდე. არ მინდა რასაკვირველია წასვლა და სულ, ყოველ წელს ვეხვეწები ღმერთს - „კიდევ ერთი წელიწადი მაჩუქე“.

მიუხედავად იმისა, რომ რაღაცები მაწუხებს, როგორ შეიძლება არ გტკიოდეს და რაღაც არ გაწუხებდეს ფიზიკურად, მაგრამ მე ძალიან მიყვარს სიცოცხლე, ძალიან მიყვარს ხალხი.

ძალიან ვწუხვარ იმაზე, რომ ჩემ გვერდით ის მეგობრები აღარ არიან, რომლებიც მავსებდნენ და ჩემ ცხოვრებას ალამაზებდნენ.

მეგობარს სხვა ადგილი უკავია ცხოვრებაში, ის სხვა განზომილებაა, სხვა დამოკიდებულება გაქვს მასთან“, - ამბობს მომღერალი.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში - ტემპერატურა ქალაქების მიხედვით

⭕„მგონი უბრალოდ ზამთრის დეპრესია გაქვს ხოლმე, ზაფხულში კაშკაშებ“ - ნინა წკრიალაშვილი შავ სექსუალურ საცურაო კოსტიუმში პოზირებს

⭕გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება მოსალოდნელ ამინდზე