Digest Logo

„ულამაზეს ზღაპრებსაც არაზღაპრული დასასრული აქვთ“ - კარლო პონტი და მარიამ შარმანაშვილი დაშორდნენ

1795267568
მარიამ შარმანაშვილი

ცნობილი იტალიელი დირიჟორი კარლო პონტი უმცროსი, რომელიც ლეგენდარული იტალიელი კინოვარსკვლავის სოფი ლორენის ვაჟი გახლავთ, ცოლს მარიამ შარმანაშვილს დაშორდა. 

ინფორმაციას სოციალურ ქსელში ფიტნესს ინსტრუქტორი თავად ავრცელებს და მეუღლესთან ერთად გადაღებულ კადრებს გატეხილ გულს ურთავს:

„ულამაზეს ზღაპრებსაც არაზღაპრული დასასრული აქვთ“, - წერს მარიამ შარმანაშვილი.

აღსანიშნავია, რომ მარიამის სოციალურ ქსელებში ქმართან ერთად გადაღებული არცერთი ფოტო აღარ იძებნება.

ცნობისთვის, კარლო პონტი უმცროსი მარიამ შარმანაშვილზე 2025 წლის ზაფხულში დაქორწინდა. მათ კავშირი ღვთის წინაშე გაამყარეს და ჯვარი 2025 წლის 26 ივლისს საქართველოში დაიწერეს. მანამდე კარლო პონტი სამთავროს დედათა მონასტერში მართლმადიდებლად მოინათლა და მას საეკლესიო სახელი გაბრიელი ეწოდა.

საქორწინო ცერემონია, რომელიც საქართველოში შედგა ქართული კულტურული ელემენტებით იყო გაფორმებული, რომელსაც უამრავი ცნობილი სტუმარი დაესწრო, მათ შორის იტალიიდან.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„პრაქტიკა, რომელსაც „ფინანსური წმენდა“ ჰქვია, უაღრესად მარტივია, თუმცა სასწაულებს ახდენს!“ - რას წერს ფენშუის სპეციალისტი

⭕„ნოემბრის 21 რიცხვი არის უდიდესი ნათელი ენერგიებით სავსე, რადგან ხარობს როგორც მიწიერი, ასევე სულიერი სამეფო“ - გიორგი ლობჯანიძე

⭕„დამწუხრებულია მთელი ქვეყანა, გლოვის დღეები გვაქვს ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, განსაკუთრებით ვიხსენიებთ ყველა იმ გარდაცვლილ ადამიანს, ვევედრებით უფალს, მთავარანგელოზებს, რომ შეეწიონ მათ სულებს“ - პატრიარქი

✕