ახალგაზრდა, წითელ თმიანი, ცეცხლოვანი მოცეკვავე ანი ჯავახი სოციალურ ქსელში ახალ კადრებს გვზიარებს, საიდანაც ვიგებთ რომ ამსტერდამში მოგზაურობს.
კადრებმა გამომწერების მოწონება დაიმსახურა:
„ულამაზესი გოგო“,
„საოცრად გამოიყურები“,
„ბედნიერი დასვენება“, - წერენ კომენტარებში.
ცნობისთვის, ანი ჯავახი თბილისში, თავის სტუდიაში, მოსწავლეებს ჰიპ-ჰოპს ასწავლის. თვითონ კი ცეკვა 4 წლის ასაკიდან დაიწყო. საქართველოში ერთ-ერთი პირველი იყო გოგოებს შორის, ვინც პროფესიულ დონეზე აიყვანა ეს ცეკვა.
ყველა სატელევიზიო პროექტში აქვს მონაწილეობა მიღებული, ამავე დროს ხშირად მიემგზავრებოდა საზღვარგარეთ, პროფესიულად რომ გაზრდილიყო. რაღაც პერიოდი ამერიკელი პოპვარსკვლავის, ბიონსეს, ქორეოგრაფის თანაშემწეც იყო.
მოცეკვავე ანი ჯავახს შვილი დამიენე ჰყავს, რომლის დაბადებამ მისი ცხოვრება სრულიად შეცვალა.
View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ პატრიარქის ხსოვნის პატივსაცემად, წელს სოფელ შუხუთში ტრადიციულ ლელობურთს არ გამართავენ
🎥 „მამა აჭმევს ჩვილებს დედის საფლავზე...“ - გიგა ცხელიშვილი „შოშიების“ ემოციურ კადრებს აქვეყნებს