ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე იუბილარია - მომღერალს დღეს, 28 იანვარს 29 წელი შეუსრულდა.
ნუცა ამჯერად სოციალურ ქსელში ახალ კადრებს აქვეყნებს, რომელსაც ემოციურ ტექსტს ურთავს თან.
„Happy 29 to me🧁
დღეს 29 წლის გავხდი.
წლებმა მომცა სიღრმე, სიმშვიდე და სილამაზის დანახვის უნარი🩷
როგორც ცხოვრებაში, ისე საკუთარ თავში.
ასევე ყველაზე დიდი საჩუქრები👇🏻:
პირველ რიგში ერთგული, საუკეთესო და ძვირფასი ადამიანები ცხოვრებაში,
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში დაუვიწყარი ისტორიები და კარიერული წარმატებები,
უამრავი მოგონება, გამოცდილება და გაკვეთილი.
უსაზღვროდ მადლიერი ვარ უფლის ამ ლამაზი ცხოვრებისათვის.
წლებთან ერთად უფრო მეტად ვისწავლე ცხოვრების სიკარგის და სილამაზის დაფასება.
ადამიანების, ურთიერთობების, მუსიკის, მომენტების… ყველაფრის, რაც ამ სამყაროს განსაკუთრებულს ხდის.
განსაკუთრებული მადლობა ჩემს მსმენელს და მაყურებელს,
თქვენი სიყვარული და მხარდაჭერა ჩემთვის უდიდესი ძალაა.
29-ს დიდი მადლიერებით ვიღებ და ვპირდები საკუთარ თავს,
რომ ღირსეულად ვიცხოვრებ ამ წელსაც და კიდევ უფრო დიდ მწვერვალებს დავიპყრობ.
მადლობა ყველას, ვინც ჩემს ბედნიერებას იზიარებს,
თქვენი თბილი სიტყვებისთვის, სიყვარულისთვის და იმ მხარდაჭერისთვის,
რომელიც მაძლევს ძალას ასეთი დიდი გული მქონდეს.
ბედნიერი ვარ რომ მაქვს შესაძლებლობა გავცე უსაზღვრო სიყვარული,ენერგია და ასევე მივიღო ცხოვრებისგან ყველაფერი საუკეთესო. მადლობა!
ეს არის ჩემი 29 ✨
და ეს მხოლოდ დასაწყისია“, - წერს ნუცა ბუზალაძე.






⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„კარგია ასეთ დღეს გათავისუფლდეთ ყველაფრისგან რაც ძველია, დრომოჭმული და გამოუსადეგარი“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი