
მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი მამას დაბადების დღეს ულოცავს და მასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
ჯემალ ქერდიყოშვილი, 65 წლის გახდა.
„გილოცავ მამიკო დაბადების დღეს, უზომოდ გვიყვარხარ,“ - წერს ჯანეტი.
ცნობისთვის, ჯანეტის მშობლები წარმოშობით აფხაზეთიდან არიან. სკოლის დამთავრების შემდეგ, ორივემ ლენინგრადის უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარა: დედამ სამედიცინო ფაკულტეტი დაამთავრა, მამამ - საინჟინრო. სწორედ ამ ქალაქში შეხვდნენ ერთმანეთს და დაქორწინდნენ კიდეც.
წლების წინ აფხაზეთის დაკარგვის შემდეგ ოჯახი საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა. მოდელის მამა მოსკოვში ცნობილი ბიზნესმენია.
ჯანეტის დედა, ემა ხაჟომია შესანიშნავ ფორმაშია, შეიძლება ითქვას, რომ სილამაზით შვილს ტოლს არ უდებს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ამერიკულ გორაკებზე“ ახალგაზრდა კაცი დაიღუპა - შემთხვევა აშშ-ში მოხდა