„დღის პოსტის“ყოფილმა წამყვანმა მანუ მურღულიამ თავისი ნიჭიერებითა და მომხიბვლელი გარეგნობით საზოგადოებას თავი კარგად გააცნო და შეაყვარა. ამასთან მანუ იუმორისტული შოუს ბენდის „ნიკოს შოუს“ წევრიც გახლდათ. სწორედ მათ მიერ შესრულებულ სიმღერებს უკვე არაერთ ქვეყანაში იცნობენ, იყენებენ თავიანთი ინტერპრეტაციით და აღნიშნავენ, რომ ეს ქართულია.
დღეს, 10 ივლისს სწორედ მანუს დაბადების დღეა, იგი 27 წლის გახდა და სოციალურ ქსელში მეგობრებისგან უამრავი მილოცვა მიიღო.
მეგობრებმა მასთან ერთად გადაღებული ბავშვობის ფოტოები განათავსეს სოციალურ ქსელში და ასე მიულოცეს დაბადების დღე.
როგორც მისი სოციალური ქსელიდან ხდება ცნობილი, დაბადების დღის საღამოს კაბა უკვე შერჩეული აქვს, თუმცა სად და როგორ აპირებს დაბადების დღის აღნიშვნას იგი ჯერ უცნობია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„წითელი შენი ფერია“ - ევა ბარბაქაძე საფრანგეთიდან ახალ კადრებს აქვეყნებს