
მომღერალი თიკა ჯამბურია, პოდკასტში თედო გოგოლაძესთან მისი ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებზე საუბრობს.
მისი თქმით, ძალიან კარგი და საინტერესო ცხოვრება აქვს.
„მე ვფიქრობ, რომ მე ვარ რჩეული, რადგან ადამიანები, რომლებიც უბრალოდ ცხოვრობენ და ასე უბრალოდ მიჰყვებიან ცხოვრების დინებას არიან უბრალოდ გაჩენილი ადამიანები. ძალიან კარგი და საინტერესო ცხოვრება მაქვს და მგონია, რომ რაღაც მისიისთვის ვარ დაბადებული“, - ამბობს თიკა ჯამბურია.
მომღერალ თიკა ჯამბურიას საქართველოში ჯერ კიდევ ბავშვობიდან იცნობენ, იმ დროს მის მიერ შესრულებული სიმღერა ჰიტად იქცა. მას შემდეგ თიკას კარიერისა თუ პირადი ცხოვრების მიმართ ინტერესი მუდმივად არსებობდა და თიკა პოპულარული შოუების სასურველი სტუმარია დღესაც. ხალხმა განსაკუთრებით შეიყვარა მისი და დათო ხუჯაძის დუეტი "ცისარტყელები". , 9 წლის ასაკში, ჩაწერა ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ჰიტი „ჯეირანი", რამაც განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: