
რამდენად იღბლიანი ადამიანია მომღერალი მაია ჯაბუა - ამის შესახებ იგი ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს.
როგორც იგი აღნიშნავს, თავს იღბლიან ადამიანად მიიჩნევს.
„ვფიქრობ, რომ იღბლიანი ადამიანი ვარ. ამას ვაფასებ და განგების მადლობელი ვარ, რომ რაღაცით გამომარჩია. პირველ რიგში, იღბლიანი ვარ იმის გამო, რომ არაჩვეულებრივი მშობლების შვილი ვარ, დავიბადე ოჯახში, რომელშიც დიდი სიყვარული ტრიალებდა.
ერთმანეთის მიმართ დიდი ნდობა და პატივისცემა გვქონდა. დიდ სითბოსა და სიყვარულთან ერთად თავისუფლებას ვგრძნობდი მშობლების მხრიდან. ეს ნამდვილად გამართლებაა, ისევე, როგორც ჩემი არაჩვეულებრივი მეგობრები და უსაყვარლესი ქალაქი – თბილისი. ძალიან დიდი იღბალია ამ ქალაქის შვილობა. გამართლებაა ისიც, რომ შემიძლია, ვიმღერო, რომ ბუნებამ ხმა მაჩუქა, რისი დამსახურებითაც ადამიანებს ვუყვარვარ. ეს გამართლება კი არა, დიდი საჩუქარია. ქვეყანაში, სადაც ყველა მღერის, ღმერთი გჩუქნის ხმას, რომლითაც შეგიძლია ადამიანებს სიამოვნება და ბედნიერება მიანიჭო, უმღერო შენს ქვეყანას. გამართლებაა ჩემი არაჩვეულებრივი შვილები, ოჯახი. გამართლებაა, რომ ჯანმრთელები ვართ. ბევრ რამეში გამიმართლა და მე ძალიან მადლიერი ვარ“, - ამბობს მაია ჯაბუა.
ასევე დაგაინტერესებთ: