Digest Logo

🎥 VIDEO: სანამ ნახავს და წამაშლევინებს არ შემიძლია არ მოგიყვეთ - ხატია შამუგია ეკატერინე ტიკარაძის ვიდეოს აქვეყნებს

1642233802
ხატია შამუგია და ტიკარაძე

ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, არაფორმალურ გარემოში ბაკურიანში, ექიმებს ბედობა მიულოცა, ყოფილი მინისტრი იქ მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. 

მინისტრის ვიდეოს, მისი მეგობარი ყოფილი წამყვანი და პიარის სპეციალისტი, ხატია შამუგია სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს: 

„სანამ ნახავს და წამაშლევინებს არ შემიძლია არ მოგიყვეთ.

ორდღიანი ხვეწნის შემდეგ ძლივს დავითანხმე და საახალწლო კონცერტზე მოვედით ბაკურიანში.
დაემთხვა, რომ ქირურგიის ეროვნული ცენტრის კოლექტივი აღნიშნავდა ახალ წელს.

მიუხედავად იმისა, რომ ლაპარაკი დიდად არ უყვარს და ხალხში გამოჩენა, ეს არაჩვეულებრივი ექიმები რომ დაინახა , სცენაზე ავიდა და ასე ემოციურად მიულოცა მათ ახალი წელი

კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ - იყო არის და დარჩება მუდამ ექიმების ქომაგად, დამცველად და მოსიყვარულედ“ - წერს ხატია შამუგია და ვიდეოს აქვეყნებს.

ცნობისთვის, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა თანამდებობა 9 დეკემბერს დატოვა.

🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵ჯანდაცვის მინისტრის კანდიდატად ლევან რატიანი განიხილება - ელისო კილაძე

🔵VIDEO: „შენ მე რატომ მაბულინგებ?! მიკრძალავ“ - კამათი პირდაპირ ეთერში

🔵როგორი დახვედრა მოუწყვეს ალექსანდრა პაიჭაძესა და მის შვილს - ფოტოები

🔵„მეც მინდა ასე ძილი, სადმე“- ალექსანდრა პაიჭაძე ქალიშვილის ახალ ვიდეოს აქვეყნებს

🔵„ვაკაჭისაც დავშორდი და ილო ბეროშვილის საყვარლის სტატუსიც მომეხსნა“ - ცოტა რამ ბაბი კირკიტაძეზე