Digest Logo

„ვინ დაიჭირა თაიგული?“ – შორენა ბეგაშვილი იტალიური ქორწილიდან ახალ კადრებს გვიზიარებს

1784574275
შორენა ბეგაშვილი

მსახიობი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი იტალიური ქორწილიდან ახალ კადრებს გვიზიარებს, სადაც ჩანს რომ თაიგული ქორწილში მისმა შვილმა - ევა ბარბაქაძემ დაიჭირა. 

ცნობისთვის, შორენა ბეგაშვილმა რჩეულზე, ბიზნესმენ მამუკა ურუშაძეზე 8 ივლისს იტალიაში იქორწინა. კომოს ტბის ნაპირზე გამართულ ულამაზეს წვეულებას ცოცხალი მუსიკა, საქორწინო დეკორაციები და გრანდიოზული ტორტი კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდიდა. 

შეგახსენებთ, რომ შორენა ბეგაშვილს 4-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, რჩეულმა 14 თებერვალს ხელი სთხოვა. მისი რჩეული, მამუკა ურუშაძე 67 წლის არის. გავრცელებული ინფორმაციით, ურუ­შა­ძე რამ­დე­ნი­მე ბიზ­ნეს­შია ჩარ­თუ­ლი, მათ შო­რი­საა ბი­ნე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა და იგი ასე­ვე, ერთ-ერთი ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი ონ­ლა­ინ ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რის წი­ლის მფლო­ბე­ლია. შეგახსენებთ, რომ შორენა ბეგაშვილი 44 წლისაა. წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა 23 წელია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕20-26 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის: „მოერიდეთ მსხვილ კაპიტალდაბანდებებს და კარიერულ გეგმებს კიდევ ერთხელ გადახედეთ“

⭕ცნობილია, რა ღირს და რომელ ცნობილ ბრენდს ეკუთვნის შორენა ბეგაშვილის საქორწინო კაბა

⭕„დაილოცოს თქვენი დედაშვილობა“ - სალომე ბაკურაძე ზაფხულის ცხელ დღეებს შვილთან ერთად ატარებს