
თურქული სერიალების ქართველი ვარსკვლავი ნანუკა სტამბოლიშვილი გადაცემაში „სტუმრად ნოესთან“ იმყოფებოდა. მან სხვადასხვა თემებზე საუბრისას საკუთარ წარმომავლობაზეც ისაუბრა.
როგორც მსახიობმა განმარტა ის ქობულეთის სოფელ ლეღვადანაა წარმოშობით და მისი გვარიც აჭარულია.
„სტამბოლიშვილი ქართული გვარია, ქობულეთიდან, სოფელი ლეღვადან. დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ამ გვარმა, ბევრი წერდა, რომ სპეციალურად გადავირქვი, რადგან სტამბოლში ახლახან ჩამოვედი. ბევრი რამე მსმენია ჩემს გვარზე, მაგრამ ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს. რაც შეეხება ჩემს გენიოლოგიას ქართველი ვარ, მხოლოდ დედის მხრიდან ბაბუს დედა არის წარმოშობით თურქეთიდან“, – ამბობს ნანა სტამბოლიშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ