Digest Logo

„მიდი დროზე ახლა ჩა..ვი მანქანაში შენი დედა მო...ან - უყვიროდა ბასილაშვილი ვიღაც ლამაზ გოგოს“ - ირინა სარიშვილის სკანდალური პოსტი

1666533581
ირინა სარიშვილი, ნეკა და ბასილაშვილი

პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე სპორტსმენ ნიკოლოზ ბასილაშვილზე სკანდალურ პოსტს აქვეყნებს და წერს თუ როგორ მოექცა ერთხელ ბასილაშვილი უხეშად და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა სავარაუდოდ ნეკა დოროყაშვილს.

ამავე სტატუსით ირინა სარიშვილი ძალადობის მსხვერპლ ქალებს მოუწოდებს ბასილაშვილის სასარგებლოდ გამოტანილმა გადაწყვეტილებამ არ შეაშინონ ისინი და იბრძოლონ თავიანთი უფლებებისთვის.

„ეს სტატუსი ნეკა დოროყაშვილზე არ არის - ეს პოსტი ნიკოლოზ ბასილაშვილზეა.

მე მყავს მეგობარი, რომელსაც მაგრად ევასებოდა ნიკოლოზ ბასილაშვილი, არ იცნობდა, შორიდან აფანატებდა. ერთხელ ქუჩაში მოჰკრა თვალი ვიღაც ლამაზ გოგოსთან ერთად და უცებ ესმის: მიდი დროზე ახლა ჩა..ვი მანქანაში შენი დედა მო...ან და ხედავს როგორ ქეჩოთი აგდებს მანქანაში მისი სათაყვანებელი კუმირი ამ გოგოს... ამის მერე შეძულდა ჩემ მეგობარს ნიკოლოზ ბასილაშვილი.

დიდი ალბათობით ეს ლამაზი გოგო ნეკა დოროყაშვილი იყო, ან სხვა იყო - რა მნიშვნელობა აქვს...

აი ამ ეპიზოდის მერე პირადად ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რა გადაწყვიტა სასამართლომ.
დღეს შეიძლება კახა კალაძის ძმაკაცობის და ტუტრუცანა სნობური აზროვნების წყალობით ნიკოლოზ ბასილაშვილის მაგივრად ჩოგანი და ჩემოდანი დაისაჯოს, მაგრამ სხვა მოძალადეებს ეს ნუ შეგაფრთიანებთ, ვისაც არც ჩოგანი გაქვთ, არც ჩემოდანი და არც კალაძის ძმაკაცები ხართ!

არ გაჩერდეთ გოგოებო! არ შეშინდეთ! ყველას და ყველაფერს გაეცემა საკადრისი პასუხი თუ ერთად ვიქნებით!“ - წერს ირინა სარიშვილი.

შეგახსენებთ, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ცნობილი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლომ 21 ოქტომბერს უდანაშაულოდ ცნო. 

🔵ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„წინასწარ გამოგქონდეს დასკვნები მხოლოდ იმის გამო, რომ ერთის მიმართ სიმპათია გაქვს, მეორე კი გაღიზიანებს - ეს გულდასაწყვეტი და არასწორია“ - დათო გორგილაძე

🔵რა ქონებას ფლობენ ბასილაშვილი და დოროყაშვილი

🔵„კაცი ცოლს, თუნდაც ყოფილს, რას ჰგავხარ და დატყლარჭული ხარო - ეტყვი, მანდ გინდ მართალი იყავი, მაინც ბანძი არაკაცი ხარ, ჯიგარო“ - ბექა მჭედლიშვილი