გადაცემა ზიპCast-ის პირველი სტუმარი რეპერი „წუპაკა“ იყო. მან გადაცემაში თავის ყოფილ შეყვარებულთან, სალომე კაპანაძესთან დაშორებისას აღმოცენებულ სკანდალზე და მისი ცხოვრების სხვა მნიშვნელოვან დეტალებზე ისაუბრა.
წამყვანის კითხვაზე - ნანობს თუ არა ის მომხდარს - იუთუბერი პასუხობს:
„ვნანობ იმას, რომ დავკარგეთ ერთმანეთი, რომ დავშორდით მაგას ნაღდად ვნანობ, გული მჭირდება, რადგან სულ სხვა მიზნები და ოცნებები მქონდა. სულ სხვანაირად ვიყავი განწყობილი და ჰოპ, ერთ დღეში ჩამოინგრა სულ ყველაფერი. თუმცა, არ ვიცი ის ნანობს თუ არა, ან რას ნანობს...“, - ამბობს წუპაკა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵დღეს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეა
🔵🎥 „მამაჩემის ძმაკაცებმა სასაფლაოზე ამიყვანეს და“... - სკანდალის გაგრძელება და „წუპაკას“ აღიარება
🔵„დღეს მოერიდეთ ხელშეკრულების დადებას და ბინის შეცვლას“ - მიხეილ ცაგრელი