ქართველი მსახიობი ნანუკა სტამბოლიშვილი ერთნაირად პოპულარულია თურქეთსა და საქართველოში. მსახიობი თურქულ პროექტში, სერიალ Emanet-ში მთავარ როლს ასრულებს, ამის პარალელურად კი მეგა პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ იღებს მონაწილეობას.
მისი მეწყვილე პროფესიონალი მოცეკვავე რატი გაჩეჩილაძეა. წყვილი მუდამ კარგ შეფასებებს იღებს პროექტის ჟიურისგან და ამასთან, მაყურებლებისგანაც.
„იშვიათი ულამაზესი წყვილი“,
„ჩვენი მზე გოგო და რატი“,
„ესენი მოიგებენ მე ასე მინდა“,
„ნანუკა&რატი წარმატებები“,
„ჩემი რჩეული წყვილი“,
„ძალიან კარგი ხარ ნანუკა, წინ გამარჯვებისკენ“,- წერენ გულშემატკივრები.
ნანუკას თქმით, ყველაფერს რასაც აკეთებს, მის შვილს ეძღვნება. ნანუკას მეუღლე ლაშა მგელაძეა. ურთიერთობის შესახებ მსახიობმა ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა:
„16 წლის ვიყავი ჩემი მეუღლე რომ გავიცანი. უნივერსიტეტის ანსამბლიდან გასტროლზე, კაბადოკიაში მივდიოდით. ჩემი მეუღლის მამა იყო უნივერსიტეტის რექტორი და გასტროლზე გამოგვაყოლა მისი შვილი. იქ გავიცანი ლაშა მგელაძე, არაჩვეულებრივი პიროვნება. ყველასგან განსხვავებული. 16 წლიდან 20 წლამდე ვიყავით შეყვარებულები და 20 წლის ასაკში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავოჯახებულიყავით“,- თქვა ნანუკა სტამბოლიშვილმა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: