როგორ ახერხებენ წარმატებული მოცეკვავეები ფორმის შენარჩუნებას? ოთო ფოლადაშვილი და ჯულიანა ბარგ-ნარი საკუთარ ყოველდღიურობაზე გადაცემა „იმედის დილის“ რუბრიკაში საუბრობენ. ოთოსთვის დღე ცურვითა და ვარჯიშით იწყება. მისი თქმით, დისციპლინა გადამწყვეტია:
„დილით მივდივართ ვარჯიშობ, ვცურავ და შემდეგ მოვდივარ სტუდიაში.
რთულია, მაგრამ დისციპლინა ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს, რა წამსაც ჩემ თავს ყურადღებას მოვაკლებ ყველაფერზე აისახება. იმისთვის, რომ მე ვიყო მხნედ და ჯანმრთელად ამას ძალიან დიდი დროს ვუთმობ. შემდეგ კი გადავდივარ იმ საქმეზე, რომელიც ჩემი ცხოვრების მამოძრავებელი ძალაა“, - ამბობს ოთო ფოლადაშვილი.
ჯულიანა ბარგ-ნარი კი აღნიშნავს, რომ მისი დღის მთავარი ნაწილი ბავშვებსა და სტუდიას ეთმობა:
„მე მიყვარს ძილი, ამიტომ ოთოსავით დილიდან ვერ ვიწყებ ვარჯიშს, ჩემ ძირითად დროს ვუთმობ ბავშვებს, სტუდიაში მოსვლას. ჩემი ოცნება იყო სულ მეცეკვა და ავიხდინე ეს ოცნება“, - ჰყვება ჯულიანა.
ტელეეკრანებსა და სოციალურ ქსელებში ოთო ფოლადაშვილისა და ჯულიანა ბარგ-ნარის ურთიერთობა ხშირად ხდება განხილვის თემა. კითხვაზე, რა ხდება მათ შორის, წყვილმა პირდაპირი და ეთიკური პასუხი გასცა.
„ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს და ყველაფერი საუკეთესოდ არის.
პირად ურთიერთობებზე საუბარი რა საჭიროა, ამიტომაც ჰქვია პირად ურთიერთობებს პირადი, რომ ძალიან პირადი.
რამდენად მინდა განიხილონ სხვებმა ჩემი პირადი ურთიერთობაა, ეს სხვა საკითხია “, - აცხადებენ მოცეკვავეები.
ნახეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „წონის დაკლების საიდუმლოებები, რომლებზეც არავინ საუბრობს“ - რას გვირჩევს არუნ ხათრი