ქართველი მომღერალი მაკა ზამბახიძის სცენაზე გამოჩენა ყოველთვის იწვევს მაყურებლის ოვაციას. მან ამჯერად ტელეწამყვანის როლიც მოირგო და გადაცემა „ვინ ვინ არის“ წამყვანი გახდა, რომელსაც შესანიშნავად ართმევს თავს.
იგი სოციალურ ქსელში აქტიურია და ხშირად აქვეყნებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან, ამჯერად მან ახალი კადრები გაუზიარა გამომწერებს, რომელიც პროექტ „ვინ ვინ არის“ სცენიდან არის გადაღებული.
იგი ნახევარფინალისტთან, მომღერალ მარიკო ებრალიძესთან ერთად პოზირებს და წერს:
„ვინ ვინ არის“ მეხუთე სეზონის ნახევარფინალისტი ჩვენი სუპერ „ბროწეული“, მარიკო ებრალიძე, რომელმაც აბსოლუტურად ყველას გულის დაპყრობა მოახერხა, მათ შორის ჩემიც.
მარიკო ხომ მიყვარდი, შენი ვოკალის მუდამ მოტრფიალე ვარ, მაგრამ ამ შოუს მერე გამიათასმაგე შენი ნიჭის სიყვარული მადლობას გიხდი. შენ დაუვიწყარი გმირი გვაჩუქე“, - წერს მაკა ზამბახიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „მშვიდობაში“ - რა საჩუქარი მიიღო შორენა ბეგაშვილმა საახალწლოდ?