მსახიობმა და მომღერალმა ზენდაიამ გარეგნობა რადიკალურად შეიცვალა. ვარსკვლავმა თმა ძალიან მოკლედ, ე.წ. პიქსის სტილში შეიჭრა და გულშემატკივრებს ახალი იმიჯით გააოცა.
მოკლე ვარცხნილობა მისი აქამდე ნაცნობი, გრძელი თმისგან რადიკალურად განსხვავდება და ზენდაიას გარეგნობას უფრო თამამ და გამორჩეულ იერს სძენს.
„პიქსის“ სტილის ვარცხნილობა ბოლო წლებში კვლავ აქტუალურ ტრენდად იქცა და ზენდაიას ახალმა ლუქმაც სოციალურ ქსელებში არაერთგვაროვანი გამოხმაურება გამოიწვია.
ზენდაია იმ ვარსკვლავებს შორისაა, რომლებიც გარეგნობაზე ექსპერიმენტებს ხშირად მიმართავენ და ახალი პროექტებისთვის იმიჯის შეცვლას არ ერიდებიან. ამჯერად კი მისი ყველაზე თამამი გადაწყვეტილება სწორედ თმის რადიკალურად მოკლე შეჭრა აღმოჩნდა.
ნახეთ, ფოტოები:


