Digest Logo

🎥 „პრემიები და ბონუსები“ - ზოდიაქოს რომელ ნიშნებს მოუტანს ოქტომბერი ფინანსურ წარმატებას, მიხეილ ცაგარელის რჩევები!

1791466226
მიხეილ ცაგარელი

ზოდიაქოს რომელ ნიშნებს მოუტანს ოქტომბერი ფინანსურ წარმატებას? - ამის შესახებ ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გადაცემაში „პოსტ ალიონი“ საუბრობს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს. 

„ოქტომბერი გვეუბნება, რომ ფინანსებს ცოტა მოუჭიროთ და ეკონომია გავაკეთოთ, ზედმეტი ხარჯისგან თავი მაქსიმალურად შეიკავეთ - მსხვილი საყიდლებისგან, იქნება მოტყუების მცდელობა. 

ასევე, არ ჩადოთ ბიზნესს ინვესტიციებში ფული.

შაბათს გვაქვს ახალმთვარეობა, არის შეცდომების დაშვების და მოტყუების ალბათობა.

ოქტომბერში გვაქვს ყველაზე წარმატებული ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელსაც ყველა მხრივ აქვს წარმატების მაღალი შანსი ესენია: 

თევზები

მორიელი

კირჩხიბი“, - ამბობს ასტროლოგი.

♈️ ვერძი:

კოსმოსი თქვენგან ენაზე კბილის დაჭერას ითხოვს, აკონტროლეთ ფინანსები. გაქვთ ბონუსების აღების შანსები. 

♉️ კურო

ეცადეთ კოლეგებთან ეცადეთ გქონდეთ კარგი ურთიერთობა, ასევე შესაძლოა დაიწყოს საოჯახო ბიზნესი.  იყავით აქტიური და ენერგიულები, გექნებათ შანსი მიიღოთ ფინანსები.

♊️ ტყუპები

მოგეთხოევებათ სწორი ფულის ხარჯვა, იფიქრეთ რამდენად გჭირდებათ ის რის ყიდვასაც აპირებთ, თუ ეს უბრალოდ გინდათ. შესაძლოა მიიღოთ ფინანსური ბონუსები. 

♋️ კირჩხიბი

თქვენი ფინანსური წარმატება დამოკიდებულია მეტწილად ოჯახზე, შვილებზე და საყვარელ ადამიანებზე. როგორც კი ამ მხრივ გექნებათ არეული ურთიერთობა, ფინანსური ნაკადები აირევა. კარგი პერიოდია პაემნებისთვის, ეცადეთ ამ კუთხით თანხა არ დაიშუროთ. გაქვთ პრემიები და ბონუსების მიღების საშუალება. 

♌️ ლომი

შეიძლება გაიცნოთ ადამიანები, ვინც თქვენთან კარგი ფინანსური წინადადებით შემოვა თქვენთან. იაქტიურეთ და გქონდეთ კარგი კავშირი უცხოელებთან, აქედანაც გაქვთ შანსი ფინანსური წარმატების. 

♍️ ქალწული 

თქვენ გაქვთ ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი ზემოთ აღნიშნული ზოდიაქოს 3 ნიშნის შემდეგ, შეიძლება ძველი საქმეებიდან მოვიდეს მატერიალური სარგებელი. არ იჩქაროთ!

♎️ სასწორი

ენაზე კბილი დააჭირეთ, ზედმეტი არ ილაპარაკოთ არ სძინავს ფარულ მტრებს.

♏️ მორიელი

ერთ-ერთი ფავორიტი ნიშანია, ახლა ვენერა თქვენშია, 15 რიცხვის შემდეგ განსაკუთრებით წარმატებული პერიოდია, იაქტიურეთ. უშიშარ და მებრძოლ სულისკვეთებას ითხოვს სამყარო თქვენთან.

♐️ მშვილდოსანი

თქვენ გესაჭიროებათ ენაზე კბილის დაჭერა, არ თქვათ რას აპირებთ, იმოქმედეთ ჩუმად.

♑️ თხის რქა 

თქვენ გაქვთ რეფორმატორი პერიოდი, სიახლეებს მოაქვს ფული. 

♒️ მერწყული 

პროფესიონალური წინსვლისთვის გაქვთ კარგი პერიოდი, შესაძლოა შემოგთავაზონ ახალი თანამდებობა, რაც მოგიტანთ მეტ ფინანსებს და ბონუსებს.

♓️ თევზები

ამ პერიოდის ერთ-ერთი ფავორიტი ნიშანია, თქვენ თუ იდეები გაქვთ წარადგინეთ ყველაფერი, უცხოეთში მოგზაურობისთვის კარგი პერიოდია, ეს დამატებით ბონუსებს მოგიტანთ. იმოქმედეთ და ფინანსური ენერგია უფრო გაიზრდება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕

⭕„ის თაიგული ყოველთვის ერთი გოგოსთვისაა“ - 26 წლის 4-გზის მსოფლიო ჩემპიონის, ტატო გრიგალაშვილის ოჯახური იდილია

⭕ახალმთვარეობა იწყება, როგორ გამოვიყენოთ მისი ენერგია სწორად და 4 კითხვა, რომელიც საკუთარ თავს უნდა დაუსვათ

⭕2027 წლის ყველაზე იღბლიანი ზოდიაქოს ნიშანი ცნობილია - ასტროლოგების თქმით, მას წარმატების განსაკუთრებული შანსი ექნება

✕